უკრაინის პატრიარქი ქართველ მებრძოლებს დააჯილდოვებს

news
: news თებერვალი 8, 2015 14:01

უკრაინის პატრიარქი ქართველ მებრძოლებს დააჯილდოვებს

მნიშვნელოვანი

  • უკრაინის პატრიარქი 40 ქართველ სამხედროს "უკრაინისთვის თავდადებისა და სიყვარულისთვის" ორდენებით დააჯილდოვებს. ცერემონიალი კიევის,

სხვა სტატიები

უკრაინის პატრიარქი 40 ქართველ სამხედროს “უკრაინისთვის თავდადებისა და სიყვარულისთვის” ორდენებით დააჯილდოვებს. ცერემონიალი კიევის, საპატრიარქოში უკრაინის დროით 14:50 საათზე დაიწყება.

“უკრაინისთვის თავდადებისა და სიყვარულისთვის” ორდენი ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოა ქვეყანაში.

“დიდება საქართველოს შვილებს! შეიძლება, არცერთი მათგანი ცოცხალი არ დაბრუნდეს, მაგრამ მერწმუნეთ, ბევრის სახელი თაობებს ემახსოვრება უკრაინაში! ყოველი წვეთი მათი დაღვრილი სისხლის ათასობით უკრაინელს იხმობს საქართველოს დასაცავად, თუკი ეს ჩვენს ქვეყანას დასჭირდება,” -განაცხადა უკრაინაში მებრძლოლი ქართული ლეგიონის ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმა “რუსთავი 2-თან” საუბრისას.

ქართული ლეგიონის წევრებთან ერთად დაჯილდოვდება ყველა ქართველი მოხალისე, რომელიც უკრაინის სხვადასხვა ბატალიონში იბრძვის.

news
: news თებერვალი 8, 2015 14:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,381
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics