უკრაინაში საბრძოლო შეტაკებები გრძელდება

news
: news იანვარი 27, 2015 12:26

უკრაინაში საბრძოლო შეტაკებები გრძელდება

უკრაინის აღმოსავლეთში შეტაკებები არ წყდება. დონეცკის შემოგარენში გამთენიისას კვლავ სროლის ხმა ისმოდა. სეპარატისტებმა ქალაქთან ახლოს მდებარე დასახლების, პესკის ასაღებად იერიში განაახლეს.

ღამით კი შეტაკებები მიმდინარეობდა ავდეევკასთან. რამდენიმე ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, არიან დაშავებულები ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, თუმცა რაოდენობა დაზუსტებული არ არის.

აღმოსავლეთ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, ევროკავშირს რუსეთის ქმედებებზე სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული და ტერორიზმი, რის წინაშეც უკრაინა დგას, ადექვატურ პასუხს მოითხოვს ევროკავშირისგან, ამიტომ ჩვენ ვგეგმავთ ამ დანაშაულის შესასწავლად ჰააგის ტრიბუნალს მივმართოთ. ასობით ათას უკრაინელს კატასტროფის ზონიდან, ჰუმანიტარული დახმარებას სჭირდება და არა რუსეთის მიერ გამოგზავნილი უკანონო დახმარება, რომელიც რეალურად ტერორისტებისთვის იარაღსა და ტანკების საწვავს წარმოადგენს,” – განაცხადა პოროშენკომ.

რუსეთმა დონბასის მიმართულებით მორიგი ჰუმანიტარული კოლონა გაგზავნა. ნატოს გენერალურმა მდივანმა უკრაინა–ალიანსის კომისიის რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ რუსეთი კვლავ სეპარატისტების შეიარაღებაში დაადანაშაულა და მოსკოვს მინსკის შეთანხმების შეასრულებისკენ მოუწოდა.

უკრაინის კრიზისს დაეთმო გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა. საბჭოს წევრებმა მარიუპოლზე განხორციელებული შეტევა სამხედრო დანაშაულად შეაფასეს.

უკრაინის რადა რუსეთისთვის აგრესორი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას აპირებს. პარლამენტი ასევე გეგმავს დონეცკისა და ლუგანსკის ეგრეთ წოდებული სახალხო რესპუბლიკები, ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადოს.

news
: news იანვარი 27, 2015 12:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,023
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics