უკრაინაში ეროვნული გვარდიის შეტევების შედეგად 30 მებრძოლი დაიღუპა

news
: news იანვარი 31, 2015 12:20

უკრაინაში ეროვნული გვარდიის შეტევების შედეგად 30 მებრძოლი დაიღუპა

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სეპარატისტებსა და უკრაინის გვარდიას შორის ბრძოლა არ წყდება. დონეცკის ოლქში ამ დრომდე გრძელდება შეტევა უგლეგორსკსა და დებალცოვოზე.

ანტიტერორისტული ცენტრი ბრძოლის ვიდეომასალას ავრცელებს.

ძალოვანების განცხადებით, სეპარატისტები უგლეგორსკის ცალკეულ რაიონებს აკონტროლებენ და დასახლებებზე მიაქვთ იერიში.

ეროვნული გვარდიის შეტევების შედეგად 30 მებრძოლი დაიღუპა.

პრორუსმა მებრძოლებმა ზალპური ცეცხლის სისტემებით კიდევ ოთხ დასახლებაზე მიიტანეს იერიში.

ბრძოლა გრძელდება ლუგანსკის ოლქშიც.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსი ჟურნალისტები ქვეყნიდან გააძევა. ტელეკომპანია “ლაიფ ნიუსის” გადამღები ჯგუფი კიევში გუშინ დააკავეს. ჟურნალისტების ინფორმაციით სამართალდამცველებმა დეპორტაციის შესახებ დადგენილება გააცნეს და განუმარტეს, რომ მათი საქმიანობა უკრაინის უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას უქმნის საფრთხეს

news
: news იანვარი 31, 2015 12:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,772
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics