უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა – არასამთავრობოები პრეზიდენტს ხვდებიან

news
: news იანვარი 15, 2015 12:36

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა – არასამთავრობოები პრეზიდენტს ხვდებიან

საქართველოს პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. გიორგი მარგველაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

შეხვედრაზე 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებიან.

შეხვედრაზე პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მიიღებს ინფორმაციას, თუ რას ფიქრობენ ისინი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კოტე კუბლაშვილის შემცვლელი.

პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე განმარტავს, რომ შეხვედრაზე არ იქნება განხილული არც ერთი კანდიდატი, რომელიც შესაძლოა პრეზიდენტმა თანამდებობაზე წარადგინოს.

პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა ყველა მხარესთან თანამშრომლობის შესახებ, რათა შეთანხმებით იქნეს მიღებული გადაწყვეტილება, თუ ვინ უხელმძღვანელებს უზენაეს სასამართლოს.

news
: news იანვარი 15, 2015 12:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics