უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე მუშაობას დღეს შეუდგება

news
: news მარტი 23, 2015 10:42

უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე მუშაობას დღეს შეუდგება

უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე მუშაობას დღეს შეუდგება. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თანამშრომლებს ნინო გვენეტაძეს დღეს წარუდგენს. წარდგენა უზენაეს სასამართლოში 12 საათზეა დანიშნული. გვენეტაძის წარდგენას წინასწარი ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი დაესწრება.
ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პარლამენტმა 20 მარტს 88 ხმით, ერთხმად აირჩია, რის შემდეგადაც მან პარლამენტის წინაშე ფიცი დადო. ამით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის რანგში მისი უფლებამოსილება ძალაში შევიდა.
პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატს ხმა არ მისცა “ნაციონალურმა მოძრაობამ”. ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს პოსტზე კონსტანტინე კუბლაშვილი შეცვალა

news
: news მარტი 23, 2015 10:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,921
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics