“უგულავა, მერაბიშვილი, ახალაია პოლიტიკური მოტივით არიან დაპატიმრებული,” – გიორგი ტუღუში

news
: news მარტი 24, 2015 20:52 განახლებულია

“უგულავა, მერაბიშვილი, ახალაია პოლიტიკური მოტივით არიან დაპატიმრებული,” – გიორგი ტუღუში

მნიშვნელოვანი

  • ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტებმა მიხეილ სააკაშვილის, გიორგი უგულავას, ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას, თენგიზ გუნავას და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები შეისწავლეს.

სხვა სტატიები

ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტებმა მიხეილ სააკაშვილის, გიორგი უგულავას, ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას, თენგიზ გუნავას და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები შეისწავლეს.

ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენდა ამ საქმეების წარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევების და პრობლემების იდენტიფიცირება.

დემოკრატიული ინიციატივის დასკვნით, ხშირ შემთხვევაში გამოძიებას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – მიაღწიოს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას, რაც ორგანიზაციას უჩენს ეჭვს პოლიტიკური მოტივაციის შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების გიორგი ტუღუშისა და გიორგი მშვენიერაძის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებზე განცხადებების კეთებას, თავის მხრივ, სახელისუფლებო გუნდი არ იღებს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გიორგი ტუღუშს საჯაროდ უსვამს კითხვას, რომელიც მის სახალხო დამცველად მუშაობის პერიოდს უკავშირდება.

„როდესაც ის იყო სახალხო დამცველი, არასდროს აღიარებდა, რომ საქართველოში იყვნენ პოლიტიკური პატიმრები და იყო პოლიტიკური დევნა. 7 ნოემბერი არ მომხდარა ქვეყანაში? არც 26 მაისი? არც ტელეკომპანია იმედის დარბევა? არც ბადრი პატარკაციშვილის ქონების ხელში ჩაგდება? არც მასობრივად ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა? დღეს მისი მხრიდან ამაზე საუბარი უხერხულია,” – აცხადებს ეკა ბესელია.

news
: news მარტი 24, 2015 20:52 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics