ტყუით და მე თქვენ გიჩივლებთ!!!

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 1, 2015 21:25

ტყუით და მე თქვენ გიჩივლებთ!!!

მნიშვნელოვანი

  • ,უამრავი ფული მოდიოდა სიდადან საქართველოში, ეს ფული მიდიოდა ენ-დე-აისა და ევრაზიის ფონდში. სარჩელი ზუსტად ამ თემაზე შევიდა, რომ ამით უნდა დაფინანსებულიყო სიღარიბის პროგარმა და არა ის კვლევები, რომელიც ნავაროს მიერ ხორიცელდებოდა და ემსახურებოდა არჩევნების გაყალბებას და ნაციონალური რეჟიმის შენარჩუნებას. როცა ჩვენ დავიწყეთ ამ სქემებს გახსნა, და ამისთვის ჟრუნალსიტები აქაც ჩამოვლენს საქართველოში, აღოჩნდა, რომ ეს ფული მიდიოდა სხვადასხვა კველევბის გასაკეთბელად, ეს იყო პოლიტიჯური ხასიათის, ამ დროს აღმოჩნდა, რომ სამართიანი არჩევნები და გამჭვირვალე საქართველო მილიონ დოლარს ღებულბოდნენ“ - განაცხადა ხაინდრავამ.

სხვა სტატიები

კორუფციულ სქემაში მონაწილეობაში დასდო ბრალი რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორს,  ნინო ლომჯარიას.

ხაინდავას თქმით, ლომჯარია შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტთან დაკავშირებულ სკანდალურ კორუფციულ სქემაშია ჩართული. ამის შესახებ ხაინდრავამ ,,იმედის კვრიაში” სტუმრობისას განაცხადა.

ხაინდრავას თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მას შვედეთიდან აქვს.

 

,,ამასთან დაკავშრებით შვედეთში შეიტანეს სარჩელი, რომელშიც ხსენებულია ქართული არაამთავრობოები, რაც დიდ კორუფციულ სქემაში ჯდება“ – განაცხადა ხაინდრავამ, რაზეც ნინო ლომჯარიამ დაკონკრეტება მოსთხოვა. ,,დააკონკრეტოს რომელი არასამთავრობები მონაწილეობდნენ“

,,თქვენი მაგალითად“ – მიუგო ხაინდრავამ. რაზეც ლომჯარიამ უპასუხა, რომ ეს არის ცილისწამება და მას სასამართლოში უჩივლებს.

 

,,ეს არის ტყული, თქვენ ტყუით ბატონო გოგა. წარმომიდგინეთ მტკიცებულებები, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. რა შუაშია სიდასთან ჩემი ორგანიზაცია. სიდასგან ჩვენ გრანტი არასოდეს მიგვიღია“ – აღნიშნა ლომჯარიამ.

 

ხაინდრავას თქმით, მის ორგანიზაციას 2-დან 4 მილიონამდე ლარი აქვს აღებული.

 

,,უამრავი ფული მოდიოდა სიდადან საქართველოში, ეს ფული მიდიოდა ენ-დე-აისა და ევრაზიის ფონდში. სარჩელი ზუსტად ამ თემაზე შევიდა, რომ ამით უნდა დაფინანსებულიყო სიღარიბის პროგარმა და არა ის კვლევები, რომელიც ნავაროს მიერ ხორიცელდებოდა და ემსახურებოდა არჩევნების გაყალბებას და ნაციონალური რეჟიმის შენარჩუნებას. როცა ჩვენ დავიწყეთ ამ სქემებს გახსნა, და ამისთვის ჟრუნალსიტები აქაც ჩამოვლენს საქართველოში, აღოჩნდა, რომ ეს ფული მიდიოდა სხვადასხვა კველევბის გასაკეთბელად, ეს იყო პოლიტიჯური ხასიათის, ამ დროს აღმოჩნდა, რომ სამართიანი არჩევნები და გამჭვირვალე საქართველო მილიონ დოლარს ღებულბოდნენ“ – განაცხადა ხაინდრავამ.

 

 

,,ტყუით და მე თქვენ გიჩივლებთ ამისთვის. თქვენ განაცხადეთ რომ ჩემი ორგანიზაცია კორუფციული სქემით იღებდა ფულს“ – მიმართა ლომჯარიამ, რაც ხაინდრავამ ურაყო და თქვა, რომ მისი ორგანიზაცია ლეგალურად იღებდა, მხოლოდ სქემა იყო კორუფციული.

 

,,მე ეს არ განმიცხადებია, თემა არის, რომ ფული შვედეთის ბიუჯეტიდან მოდიოდა საქართველოში სიღარიბის პროგრამის დასაძლევად და მიდიოდა ენ-დე-აიში და ევრაზიის ფონდში და იქიდან არასამთავრობო ორგანიზაციები ლეგალურა იღებდნენ გრანტებს. თქვენ ლეგალურად ღებულობდით, სქემა იყო კორუფიციული, პროგრამა იყო სხვა და მისი გადამისამართება იყო სხვა. ეს ეხებოდა არამარტო კველევბს, არამედ რეგიონალური მედიის ყიდვას და სხვა…“ – განაცხადა ხაინდრავამ.

 

,,სიდასგან გრანტი არ ამიღია და საიდან მოგაქვთ? ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ და ძალიან შეგრცხვებათ მერე…ბოდიში მოიხადეთ ბატონო გოგა…“ – მიმართა ლომჯარიამ ხაინდრავას.

 

,,ეს გამოქვეყნებულია შვედეთში, ჩვენ სიბნელეში ვართ და იქ გამოქვეყნებულია“ – აღნიშნა ხაინდრავამ, რაზეც ლომჯარიამ მიუგო:

,,მე არ ვარ სიბნელეში, ეტყობა თქვენ ხართ…“

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 1, 2015 21:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,732
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics