ტექდათვალიერების ვალდებულება ორი წლით გადაიწევს

news
: news თებერვალი 3, 2015 12:14

ტექდათვალიერების ვალდებულება ორი წლით გადაიწევს

სატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერების ვალდებულება ორი წლით გადაიწევს. შესაბამისი კანონპროექტი მთავრობის ინიციატივით პარლამენტს უკვე წარედგინა , რომლის განხილვაც დაჩქარებული წესით იგეგმება.
“საგზაო მოძრაობის შესახებ” ჯერ კიდევ მოქმედი კანონის თანახმად, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო მიმდინარე წლის 1 მარტიდან ხდება. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით კი, ეს ვადა 2017 წლის 31 დეკემბრისთვის გადაიწევს.
ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირებას მხოლოდ ის სატრასპორტო საშუალებები ექვემდებარება, რომლებიც ახორციელებენ ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვას, სახიფათო ტვირთის გადაზიდვას და რომელთაც სამი ტონა და მეტი ტვირთამწეობა გააჩნიათ. სხვა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელისათვის ტექდათვალიერების განხორციელება ნებაყოფლობითია.

news
: news თებერვალი 3, 2015 12:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics