ტელეკომპანია “მაესტრო” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

news
: news მარტი 5, 2015 12:35

ტელეკომპანია “მაესტრო” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია “მაესტრო” “ინტერპრესნიუსის” ფოტოკორესპოდენტის, ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტს გმობს და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ტელეკომპანია აქცია “შემოულაწუნეს” ორგანიზატორებს მიმართავს და აცხადებს, რომ მომხდარი ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეში ჩარევაა.
“მაესტრო” მიიჩნევს, რომ მომხდარი არის ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეში ჩარევა, რომლის მსხვერპლიც შესაძლოა, გახდეს თითოეული და ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. ამიტომ, ტელეკომპანია “მაესტრო” არ დაუთმობს ეთერს აქციის ორგანიზატორ პოლიტიკურ ძალებს და უარს ამბობს გააშუქოს მათი აქტივობა, ვიდრე: 1. აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური ძალების ლიდერები საჯაროდ არ აიღებენ პასუხისმგებლობას მომხდარ ინციდენტზე. 2. აქციის ოგანიზატორი პოლიტიკური ძალების ლიდერები საჯაროდ არ მოიხდიან ბოდიშს მომხდარის გამო. 3. ვიდრე, ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეს არ აუნაზღაურებენ მატერიალურ ზარალს. 4. ვიდრე, ინციდენტში მონაწილე პირები არ დაისჯებიან კანონის შესაბამისად. “მაესტრო” აფიქსირებს რომ იგივე პოზიციას დაიკავებს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის თუ ძალის მიმართ, თუ ადგილი ექნება ანალოგიურ ინციდენტებს. ვარდების მოედანზე აქცია “შემოულაწუნეს” მსვლელობისას, მონაწილეების მხრიდან მოხდა ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეზე თავდასხმა. ფოტორეპორტიორმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები და დაზიანდა მისი კუთვნილი ტექნიკა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
“ინტერპრესნიუსის” ფოტორეპორტიორი, ირაკლი გედენიძე “ვარდების მოედანზე” აქციას აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს კიდევ ერთი პირი, რომელიც ირკალი გედენიძეს ზემოაღნიშნული აქციის მონაწილისგან თავის დაღწევის საშუალებას არ აძლევს.
აქციის ორგანიზატორი იყო სამი პოლიტიკური ძალა: “რეფორმატორები”, “თავისუფალი საქართველო” და “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”.
ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით შსს-მ ერთი ადამიანია დააკავა.

news
: news მარტი 5, 2015 12:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics