ტაივანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა

news
: news თებერვალი 4, 2015 21:23

ტაივანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა

მნიშვნელოვანი

  • ტაივანის დედაქალაქთან მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა. ამის შესახებ გამოცემა "ინდეფენდენთი" იტყობინება.

სხვა სტატიები

ტაივანის დედაქალაქთან მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა. ამის შესახებ გამოცემა “ინდეფენდენთი” იტყობინება.

მაშველებმა თვითმფრინავის “შავი ყუთის” პოვნა შეძლეს. ამას გარდა საჰაერო მიმოსვლის საკონტროლო კომპიუტერში შენახული ჩანაწერის შედეგად, შესაძლებელი გახდა პილოტის ბოლო სიტყვების მოსმენა. როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, პილოტმა სადისპეჩეროს ძრავის გაუმართაობის შესახებ აცნობა.
ავიაკომპანია “ტრანსაზია ეარვეისის” კუთვნილი თვითმფრინავი დედაქალაქ ტაიპეისთან ახლოს დღეს ჩამოვარდა და მდინარე კილუნგში ჩაიძირა. ბორტზე 58 ადამიანი იმყოფებოდა. მათი ნაწილის წყლიდან ამოყვანა უკვე მოხერხდა. შემთხვევის ადგილას სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

news
: news თებერვალი 4, 2015 21:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,983
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics