სუხიშვილები იუბილეს უკრაინაში აღნიშნავენ და რუსეთში კონცერტებს აუქმებენ

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე თებერვალი 5, 2015 12:31 განახლებულია

სუხიშვილები იუბილეს უკრაინაში აღნიშნავენ და რუსეთში კონცერტებს აუქმებენ

მნიშვნელოვანი

  • საიუბილეო წელს, ,,სუხიშვილები,, განსაკუთრებული საზეიმო პროგრამით ხვდებიან და ტურნეს უკრაინიდან იწყებენ, სადაც 10 ქალაქში გამართავენ კონცერტებს, ხოლო შემდგომ პოლონეთს და ბელარუსიას ეწვევიან.

სხვა სტატიები

mak_0246ქართულ ნაციონალურ ბალეტს ,,სუხიშვილებს,, წელს 70 წლის იუბილე აქვთ. 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის მიერ შექმნილმა ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლმა, ამ სამოცდაათი წლის მანძილზე მსოფლიოს  90 ქვეყანაში 2000-მდე ტურნე მოაწყო და 9500-მდე კონცერტი ჩაატარა. ანსამბლში, რომელსაც უკვე მესამე თაობის სუხიშვილები ხელმძღვანელობენ, ხშირად იცვლებოდა შემადგენლობა, ხასიათი, რეპერტუარი და სტილი, მაგრამ მას პოპულარობა და დიდება არასდროს დაუკარგავს.

საიუბილეო წელს, ,,სუხიშვილები,, განსაკუთრებული საზეიმო პროგრამით ხვდებიან და ტურნეს უკრაინიდან იწყებენ, სადაც 10 ქალაქში გამართავენ კონცერტებს, ხოლო შემდგომ პოლონეთს და ბელარუსიას ეწვევიან.

უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, ანსაბლის ხელმძღვანელმა ნინო რამიშვილმა განაცხადა, რომ ის აქ ჩამოდის როგორც საკუთარ სახლში. მან ხაზი გაუსვა უკრაინელიების მძიმე მდგომარეობას რუსული აგრესიის პირობებში და უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა გამოხატა. ნინო სუხიშვილმა გააკრიტიკა რუსეთის ხელმძღვანელობა,  უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საოკუპაციო პოლიტიკის გამო და განცხადება გააკეთა ივლისში, რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი კონცერტების გაუქმების თაობაზე.  ეს გადაწყვეტილება ნინო რამიშვილმა, უკრაინაში რუსეთის ქმედებებს დაუკავშირა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე თებერვალი 5, 2015 12:31 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,381
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics