სოსო რობაქიძე – თუ გირაოთი ვინმე გამოვიდა, სასამართლოს უნდობლობა უნდა გამოვუცხადოთ

იმ შემთხვევაში, თუ გირაოთი ვინმე გამოვიდა, სასამართლოს უნდობლობა უნდა გამოვუცხადოთ, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში გამართულ საპროტესტო აქციაზე სოსო რობაქიძემ განაცხადა.

საპროტესო აქცია ვაზაგაშვილების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მას შემდეგ გამართეს, რაც მათ სასამართლო დარბაზში შესვლის და პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცათ.

იური ვაზაგაშვილის დის, მანანა ვაზაგაშვილის თქმით, პროცესზე მათ ნაცვლად “ზონდერბრიგადები” ესწრებიან, რის გამოც არ მიეცათ პროცესზე დასწრების საშუალება.

საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ ბანერები “დამნაშავე უნდა დაისაჯოს”.
თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშითბილისის ტროტუარებზე ავტომანქანის პარკირების 200-ზე მეტი ადგილი გაუქმდება
შემდეგი სტატიაგაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედა შს მინსტრთან შეხვედრას ითხოვს