სვანეთში 27 წლის ახალგარზდა მამაკაცი მოკლეს

news
: news მარტი 5, 2015 17:18 განახლებულია

სვანეთში 27 წლის ახალგარზდა მამაკაცი მოკლეს

ბათუმში 53 წლის მამაკაცი მოკლესსვანეთში მკვლელობა მოხდა. როგორც “თაიმერის” კორესპონდენტი იტყობინება შემთხვევა სოფელ ჭუბერში მოხდა. მოკლულია 1986 წელს დაბადებული ლევან ჩხეტიანი . სასიკვდილო ჭრილობა ჩხეტიანს  მირიან ნარსავიძემ დანით მიაყენა.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული მირიან ნარსავიძე განზრახ მკვლელობის ბრალდებით სოფელ ჭუბერში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მირიან ნარსავიძემ მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში, საკუთარ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს – 1986 წელს დაბადებულ ლევან ჩხეტიანს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

news
: news მარტი 5, 2015 17:18 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,665
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics