სახალხო დამცველი ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს

news
: news მარტი 17, 2015 20:10

სახალხო დამცველი ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს

მნიშვნელოვანი

  • სახალხო დამცველი ევროკავშირის პროექტის "სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა" მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის - "კონფლიქტები და მათი ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე" .

სხვა სტატიები

სახალხო დამცველი ევროკავშირის პროექტის “სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა” მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის – “კონფლიქტები და მათი ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე” .
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, კონკურსი მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გასაშუქებლად ჟურნალისტთა წახალისებას და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზებზე დისკუსიის ინიცირებას.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სახალხო დამცველის აპარატი ტელე, რადიო, ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებს იწვევს.
კონკურსის მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ 2014 წლის 10 აპრილიდან 2015 წლის 10 აპრილის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიაზე მედია სივრცეში გავრცელებული, პერიოდულ (ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური) გაზეთში, ჟურნალში ან ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული სტატია ან საქართველოს ტერიტორიაზე ტელე–რადიო მაუწყებლის ეთერში გასული სიუჟეტი.
პუბლიკაცია ან ტელე–რადიო სიუჟეტი ხელს უნდა უწყობდეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ყურადღების მობილიზებას და დისკუსიას შემდეგ თემებზე: კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა; სახელმწიფოს მიერ ინიცირებული სოციალური პროექტების შესაბამისობა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებთან; გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მაცხოვრებელი მოსახლეობის დასაქმების, ჯანდაცვის და განათლების ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული მდგომარეობა; უსაფრთხოებასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები; კონფლიქტების დარეგულირების მშვიდობიანი გზები და მეთოდები; ხალხთა შორის ურთიერთობები, დიალოგი და ნდობის აღდგენა, როგორც კონფლიქტის დარეგულირების გზა;
სტატიის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 800 სიტყვისა, ხოლო ტელე–რადიო სიუჟეტის ხანგრძლივობა არანაკლებ 2 წუთისა.
კონკურსში გამოვლინდება სამი საპრიზო ადგილი. კონკურსში გამოვლენილი პირველი სამი ადგილის მფლობელები კი დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით.
კონკურსის გამარჯვებულები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოვლინდებიან, რომელიც 23 აპრილს გაიმართება.

news
: news მარტი 17, 2015 20:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics