სახალხო დამცველის სკანდალური განცხადება და ირაკლი ფირცხალავას პასუხი

სახალხო დამცველის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ია მეტრეველის მოკვლა ირაკლი ფირცხალავამ შეუკვეთა, ბრალდების ადრესატი პასუხობს.

ირაკლი ფირცხალავა  აცხადებს, რომ მან აღნიშნულ ინფორმაციაზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მიმართა შს სამინისტროს გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

ფირცხალავას განცხადებით, მაშინ ია მეტრეველმა ის მკვლელობის შეკვეთაში პირადად დაადანაშაულა.

“ეს არის ერთი წლის წინანდელი ამბავი. მაშინაც გააკეთეს განცხადება და პროკურატურა ვალდებული იყო, გამოეძიებინა ეს საქმე. მე თვითონ მოვთხოვე, რომ გამოეძიებინათ ეს საქმე და არაფერი არ გამოუძიებიათ. აბსოლუტურად ყველაფერი სისულელეა,” – განაცხადა ფირცხალავამ.

ირაკლი ფირცხალავა უჩა ნანუაშვილსაც აკრიტიკებს.

“ეს, სახალხო დამცველის გარდა, ყველაფერია. სახალხო დამცველი კი არა, პროკურორია. თან ქურდული სამყაროს მიერ მოსყიდული პროკურორი,”- განაცხადა ფირცხალავამ.

ფირცხალავა იმასაც ამბობს, რომ მას ქონდა ინფორმაცია, რომ ვაზაგაშვილების ადვოკატებმა გეგუთის კოლონიაში მოძებნეს მსჯავრდებული, რომელსაც ციხეში მღელვარების მოწყობა დაავალეს.

banner
წინა სტატიაშიფიდელ კასტრომ დუმილი დაარღვია
შემდეგი სტატიარუსულ-ქართული მოლაპარაკებები “იუსტიციის სახლსა” და რესტორანში