საწვავზე ფასებმა 4-5 თეთრით მოიმატა

news
: news მარტი 17, 2015 19:35 განახლებულია

საწვავზე ფასებმა 4-5 თეთრით მოიმატა

მნიშვნელოვანი

  • საწვავზე ფასებმა 4-5 თეთრით მოიმატა. BPN-ის ინფორმაციით, მომხმარებელთა განცხადებით, წინა დღეებთან შედარებით, დღეს ნავთობპროდუქტების რამდენიმე სახეობაზე ფასმა მოიმატა.

სხვა სტატიები

საწვავზე ფასებმა 4-5 თეთრით მოიმატა. BPN-ის ინფორმაციით, მომხმარებელთა განცხადებით, წინა დღეებთან შედარებით, დღეს ნავთობპროდუქტების რამდენიმე სახეობაზე ფასმა მოიმატა.
“ორი დღის წინ “სოკარისა” და “ვისოლის” ბენზინგასამართ სადგურებზე, დიზელი (შესაბამისად, ნანო დიზელი და დიზელ ენერჯი) 5 თეთრით ნაკლები ღირდა. დღეს კი ნანო დიზელი 1,66, ხოლო დიზელ ენერჯი 1,69 თეთრი ღირს. ბენზინის ფასიც დაახლოებით 3-4 თეთრით არის გაძვირებული”, – აღნიშნავენ მომხმარებლები.
საწვავზე ფასების მომატებას ადასტურებენ “ვისოლში”. როგორც “ვისოლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა რუსუდან კბილაშვილმა bpn.ge-ს განუცხადა, “ვისოლში” ფასები 5 თეთრით გაიზარდა ყველა პროდუქტზე.
“ვისოლის” ბენზინგასამართსადგურებში დღეს ეკო სუპერი 1,89 ლარი, ეკო პრემიუმი -1.84, ეკო რეგულარი – 1,71, ეკო დიზელი 1,84, ეკო სუპერ 100 – 2,20, ევრო რეგულარი – 1.68 ლარი, ხოლო დიზელ ენერჯი 1,69 ლარი ღირს.
“ფასების ზრდა გამოიწვია საერთაშორისო ბაზარზე საწვავზე ფასების ზრდამ, რომელიც ბოლო თვენახევრის პერიოდში შეინიშნებოდა. მიუხედავად ამისა, “ვისოლი” მარაგების ხარჯზე ეცადა ფასები არ შეეცვალა მაქსიმალურად დიდხანს, თუმცა ახალი იმპორტის განხორციელება გაზრდილი საერთაშორისო ფასების პირობებში მოუწია, რამაც ჩვენს ქსელში საწვავის 5 თეთრით გაძვირება გამოიწვია, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება საერთაშორისო ბაზარზე ბოლო პერიოდში ფასების ზრდის პროპორციებს”, – აღნიშნა რუსუდან კბილაშვილმა.
ფასების მოსალოდნელ მომატებაზე საუბრობს “ლუკოილის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი შავლეგ მიშველაძე. მისი თქმით, ახლო მომავალში ფასები ყველა პროდუქტზე 4-5 თეთრით გაიზრდება. თუმცა “ლუკოილში” ამჟამად ძველი ფასებია შენარჩუნებული და ევრო სუპერი 1.82 ლარი, პრემიუმ ავანგარდი 1.74 ლარი, ევრო რეგულარი – 1.59, ხოლო ევრო დიზელი 1.74 ლარი ღირს.
რაც შეეხება “გალფს” აქ ფასები ასე გამოიყურება: G-Force პრემიუმი 1,84 ლარი, G-Force ევრო რეგულარი – 1,75, რეგულარი – 1,68, G-Force ევრო დიზელი 1,84, ევრო დიზელი 1,69 ლარი.
ხოლო “სოკარის” ქსელში სუპერი – 1.89 ლარი, ნანო პრემიუმი – 1.79, ევრო რეგულარი – 1.68 ლარი, ნანო რეგულარი – 1.65, ნანო დიზელი – 1.66 ლარი, ევრო დიზელი -1.84 ლარი ღირს.

news
: news მარტი 17, 2015 19:35 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics