საყდრისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე პარლამენტში კონსულტაციები გაიმართება

news
: news თებერვალი 10, 2015 13:32 განახლებულია

საყდრისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე პარლამენტში კონსულტაციები გაიმართება

მნიშვნელოვანი

  • საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მიმდინარე კვირას პარლამენტში კონსულტაციები გაიმართება.

საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მიმდინარე კვირას პარლამენტში კონსულტაციები გაიმართება.
კომისიაში წარმომადგენლები საპარლამენტო ფრაქციათა უმრავლესობამ წარადგინა. კანდიდატურები არ დაუსახელებიათ მხოლოდ “ქართულ ოცნებასა” და “მრეწველებს”. პარლამენტში არსებული ინფორმაციით, ისინი საკითხზე ჩამოყალიბებისთვის დამატებით ორ-სამ დღეს ითხოვენ. ხვალ ან ზეგ კი, ამ თემაზე კონსულტაციები იგეგმება.
პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს დაუჭირა მხარი. ჩასატარებელია კიდევ ერთი კენჭისყრა, რომელიც უშუალოდ კომისიის ფორმირებას ეხება და რისთვისაც მაღალი – 76 ხმიანი კვორუმია საჭირო.
“ქართულ ოცნება” და “მრეწველები” საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერენ.

news
: news თებერვალი 10, 2015 13:32 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics