საქართველო აშშ-კუბის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილებას მიესალმება

news
: news ივლისი 3, 2015 11:30 განახლებულია

საქართველო აშშ-კუბის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილებას მიესალმება

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს საგარეო უწყება მიესალმება აშშ-ისა და კუბის რესპუბლიკის მთავრობების გადაწყვეტილებას, უახლოეს მომავალში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და ორივე ქვეყნის დედაქალაქში საელჩოების გახსნაზე.

სხვა სტატიები

საქართველოს საგარეო უწყება მიესალმება აშშ-ისა და კუბის რესპუბლიკის მთავრობების გადაწყვეტილებას, უახლოეს მომავალში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და ორივე ქვეყნის დედაქალაქში საელჩოების გახსნაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სჯერა, რომ აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს არა მარტო თანამშრომლობის ყველა სფეროში აშშ-კუბის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, არამედ პოზიტიურად აისახება როგორც რეგიონულ ისე გლობალურ სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე.

როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახელმწიფოებს შორის დიდი ხნის განმავლობაში მოუგვარებელი საკითხების გადაწყვეტას კონსტრუქციული, შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების გზით, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების პატივისცემით, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

“აქვე ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 26 მარტს მიიღო გადაწყვეტილება ქ. ჰავანაში საქართველოს საელჩოს გახსნის თაობაზე. მოსალოდნელია, რომ საელჩოს გახსნასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურები წლის ბოლომდე დასრულდება”, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

news
: news ივლისი 3, 2015 11:30 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics