საქართველო აშშ-დან დამატებით 3.1 მილიონ დოლარს მიიღებს

თეთრმა სახლმა საბერძნეთს და ევროკავშირს კომპრომისისკენ მოუწოდა

საქართველო აშშ-დან დამატებით 3.1 მილიონ დოლარს მიიღებს, რომლის დიდი ნაწილიც იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ინფრასტრუქტურული პირობების გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს.
ამას პარლამენტში რატიფიცირებისთვის წარდგენილი “ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისთვის” ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2010 წლის 12 აგვისტოს დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილება ნომერი 5 დოკუმენტი ითვალისწინებს, რომელიც დღეს კომიტეტებში განიხილეს.
საერთაშორისო ხელშეკრულება დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო. როგორც განხილვისას აღინიშნა, ხელშეკრულება მნიშვნელოვანია, რადგან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის მეტ შესაძლებლობას მისცემს.

banner
წინა სტატიაშიაპრილში თბილისს ლუკაშენკო ეწვევა
შემდეგი სტატიაევროკავშირი 4 თებერვალს რუსეთის სასანქციო სიაზე იმსჯელებს