საქართველოში 2017 წელს ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება

საქართველო 2017 წელს ფეხბურთში ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება UEFA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო. საქართველოს კონკურენტები ამ შემთხვევაში ესპანეთი, გერმანია და ინგლისი იყვნენ.

ჩემპიონატს საქართველოში თბილისი, გორი, რუსთავი და მცხეთა უმასპინძლებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი ჩემპიონატამდე 20 თვით ადრე დაიწყება. ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.

ჩემპიონატის ჩატარების აუცილებელი მოთხოვნაა, რომ სრულ წესრიგში იყოს 8 საფეხბურთო სტადიონი, ასევე 3 სასტუმრო რომელთაგან 2 სპორტსმენებს, 1 კი მსაჯებს დაეთმობა.

UEFA-ს დელეგაცია საქართველოს მიმდინარე წლის ზაფხულში ეწვევა.

არსებული ინფორმაციით ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების მიზნით, ეროვნული ფედერაცია 2 წლის განმავლობაში მუშაობდა.

banner
წინა სტატიაში“თუ შედეგი არ დაიდება, რა თქმა უნდა, პროკურატურამ გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს”
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: დღეს ქართულ სახელმწიფოს შეუძლია იყოს მარად და ყველგან, ყველა ქართველთან