საქართველოში ვიზების აღების ელექტრონული სისტემა დაინერგა

news
: news თებერვალი 10, 2015 11:23 განახლებულია

საქართველოში ვიზების აღების ელექტრონული სისტემა დაინერგა

მნიშვნელოვანი

  • საქართველოში ვიზების აღების ელექტრონული სისტემა დაინერგა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონული ვიზის ახალი ვებ-სისტემის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "რედისონში" გაიმართება.

სხვა სტატიები

საქართველოში ვიზების აღების ელექტრონული სისტემა დაინერგა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონული ვიზის ახალი ვებ-სისტემის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო “რედისონში” გაიმართება.
ვიზის აღების ახალი სისტემის მეშვეობით, ქვეყანაში ტურისტული და საქმიანი მიზნით მომავალ უცხოელებს შესაძლებლობა მიეცემათ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში გამოცხადების გარეშე მიიღონ ელექტრონული ვიზა.
სავიზო განაცხადის შევსება ინტერნეტ კავშირის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ელექტრონული ვიზის სერვისი აქტიურად გამოიყენება და დანერგილია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, ავსტრალია, ვიეტნამი სინგაპური, მეზობელი აზერბაიჯანი, მეზობელი სომხეთი, ბაჰრეინის სამეფო, კამბოჯის სამეფო.

news
: news თებერვალი 10, 2015 11:23 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,443
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics