- რუსთაველზე ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები და ლიდერები იკრიბებიან
- უკრაინული მედიის ცნობით, ქართველი დეპუტატი კობა ნაყოფია უკრაინაში არ შეუშვეს
- არა საკრებულოს უკანონო გადაწყვეტილებას” – ენმ მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება
- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
- მამუკა მდინარაძე: “ჩვენ ვერ ვივლით ბორის ელცინის მიერ დამკვიდრებული გზით”
- “ქვეყანას აღარ ეყოლება მთავარსარდალი” – ხალხის ნება იქნა უგულებელყოფილი, პრეზიდენტს 300 ე.წ. ხმოსანი აირჩევს
საქართველოს ხელისუფლების განცხადებები უკრაინაში მიმიდინარე მოვლებებზე უსუსურია-დავით დარჩიაშვილი
სხვა სტატიები
საქართველოს ოფიციალური განცხადებები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სულ უფრო ემსგავსება რუსეთის მორცხვი სატელიტის განცხადებებს-აცხადებს საპარლამეტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრი დავით დარჩიაშვილი
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მარიოპოლზე თავდასხმის შესახებ გუშინ გაკეთებული განცხადებით , გამოხატავს შეშფოთებას, მაგრამ არ ამბობს ვინ არის შეშფოთების სუბიექტი, ვინ არის ის ვის ქმედებებზეც შეშფოთება უნდა გამოვხატოთ. მაგალითისათვის, ასევე რუსეთის მეზობლის ლიტვის განცხადება რომელიც ასევე გუშინ გაკეთდა პირდაპირ იწყება იმით, რომ ლიტვა გმობს რუსეთის აგრესიას და მიიჩნევს ამ ყველაფერს გაგრძელებად იმ აგრესიული ანექსიოსტური პოლიტიკის რომელიც დაიწყო ყირიმის ანექსიით. თუ კი საქართველო მორცხვობს ამ ყველაფერზე ღიად სასაუბროდ, ასეთი განცხადებების ფონზე როგორ შეიძლება გვქონდეს იმედი რომ საქართველოს ხელისუფლება მისივე ტერიტორიების, საქართველოს ოკუპაციის საკითხს მწვავედ დააყენებს საერთაშორისო დონეზე”-დავით დარჩიაშვილი