“საქართველოს ფოსტის” თანამშრომელი ამანათებიდან ძვირფას ნივთებს იპარავდა

უკრაინაში ქართველი მიგრანტები დააკავეს

“საქართველოს ფოსტის” ქუთაისის სერვის-ცენტრის თანამშრომელი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიების თანახმად, ტვირთებისა და ამანათების აღრიცხვის სპეციალისტმა იტალიიდან გამოგზავნილი ერთ-ერთი ამანათიდან ოქროს სამკაული მოიპარა. ბეჭდის დაკარგვის შესახებ პოლიციას სერვის-ცენტრის თანამშრომლებმა შეატყობინეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ „საქართველოს ფოსტის” ქუთაისის სერვის-ცენტრში 2 თვის წინ Apple-ის ფირმის პლანშეტი დაიკარგა, რომელიც ბექა გ-მ მოიპარა და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ლომბარდში ჩააბარა.

banner
წინა სტატიაში“ქვეყანაში ინფლაციის საშიშროებაა, მონეტარული პოლიტიკა მკაცრდება,” – ეროვნული ბანკი
შემდეგი სტატია“36 ნაბიჯი ევროპული საქართველოსთვის” – ენმ მთავრობას კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს