საქართველოს სკოლებში ახალი საგნის სწავლება იწყება – “მე და საზოგადოება”

ბერდია კალანდია
: ბერდია კალანდია თებერვალი 10, 2015 22:21

საქართველოს სკოლებში ახალი საგნის სწავლება იწყება – “მე და საზოგადოება”

20140411155717liagigauriსაქართველოს სკოლებში ახალი საგნის სწავლება იწყება. ახალი საგნის სახელწმოდებაა – “მე და საზოგადოება”. შესაბამისი ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში უკვე შევიდა , რომელიც გაზაფხულზე დამტკიცდება.
აღნიშნული საგნისთვის, 2015-2016 სასწავლო წელი საპილოტე იქნება. ახალი სასწავლო წლიდან საგნის სწავლება თბილისსა და რეგიონების რამდენიმე სკოლაში დაიწყება. 2016-2017 სასწავლო წლიდან კი “მე და საზოგადოება” მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში სავალდებულო გახდება.

ლია გიგაურმაგანცხადებით, საგნის ძირითადი მიმართულებებია პიროვნული განვითარება და იდენტობა.
მისივე თქმით, სამოქალაქო განათლების პრიორიტეტულობა ქვეყნის ევროპული ორიენტაციიდან, ასევე, საზოგადოების საჭიროებიდან გამომდინარეობს.

დღეისათვის სამოქალაქო განათლების სწავლება მე-9 მე-10 კლასებში სავალდებულოა, ხოლო სხვა კლასებში სამოქალაქო განათლების თემები სხვადასახვა საგნებშია ინტეგრირებული.
“სამოქალაქო ცნობიერების ხარისხი მაინც დაბალია და ამ საგნის მე-9 კლასიდან სწავლება დაგვიანებულია. ამიტომ, საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფი დაწყებით საფეხურზე ჩამოვიტანეთ. საგნის “მე და საზოგადოება” სწავლება ამ ეტაპზე მესამე და მეოთხე კლასში დაიწყება. პარალელურად, გავაგრძელებთ დამუშავებას და სწავლება მე-5 მე-6 და მე-7 მე-8 კლასშიც გაგრძელდება. თემები ძალიან მრავალფეროვანია. ამ საგნის სწავლება სხვადასხვა მიმართულებით მიდის, ასაკის შესაფერისია და ხელს უწყობს მოსწავლის პიროვნულ განვითარებას”, – აღნიშნა ლია გიგაურმა.

მისივე განმარტებით, ბავშვების მზაობიდან გამომდინარე, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი თემა – საკუთარი პიროვნების შეგნებაა.
“მიმართულებას დავარქვით “პიროვნული განვითარება და იდენტობა”. შინაარსი ისეა დალაგებული, რომ მოსწავლეს განუვითაროს თვითანალიზის უნარი. განსზაღვროს საკუთარი სოციალური როლი და იდენტობა ოჯახთან მიმართებაში, საზოგადოებასთან მიმართებაში, სკოლაში, მიკროსოციუმში, სამეგობროში. გაიაზროს, როგორ შეიძლება განივითაროს საკუთარი ნიჭი. რატომ უნდა ჰქონდეს ღირსების გრძნობა, რა პასუხისმგებლობები აკისრია, როგორ უნდა მიხედოს საკუთარ თავს, რომ ის იყოს სრულფასოვანი წევრი – აქ იგულისხმება ჰიგიენის საკითხებიდან დაწყებული, მეტყველების თემები”, – განმარტა ლია გიგაურმა.
რაც შეეხება საგნისათვის საჭირო საგანმანათლებლო რესურსს, მინისტრის მოადგილის განმარტებით, საგანმანათლებლო რესურსი სახელმძღვანელოს სახით “მე და საზოგადოებაში” ჯერ არ არსებობს. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შემდეგ, შესაბამისი სახელმძღვანელოს კონკურსი გამოცხადდება. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მომზადებულია სტანდარტი და შესაბამისი მასალები.

ბერდია კალანდია
: ბერდია კალანდია თებერვალი 10, 2015 22:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,934
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics