საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

news
: news მარტი 7, 2015 12:42

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

ეკლესიისთვის მიუღებელია ქალის მიმართ გამოვლენილი ძალადობა, ისევე როგორც მიუღებელია ძალადობა ზოგადად ადამიანის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:
“ჩვენს საზოგადოებაში აქტუალურია დისკუსია ქალის როლსა და მნიშვნელობაზე, დღეს მრავალი უფლებადამცველი ორგანიზაცია საუბრობს ქალისა და მამაკაცის უფლებებეზე მაშინ, როდესაც, ჯერ კიდევ 2000 წლის წინ, ქრისტიანულმა საწავლებამ ეს დამოკიდებულება გამორჩეულად ამაღლებულად წარმოაჩინა.
ქრისტიანულ სარწმუნოებაში ქალი უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახით უპირველეს წმინდანად აღიარებული.
ქრისტიანული ოჯახიც განსაკუთრებულია. იგი მცირე ეკლესიად არის გამოცხადებული და მეუღლეებს შორის ურთიერთობა ქრისტესა და ეკლესიის ურთიერთობის სიმბოლოდაა წარმოჩენელი. ამდენად, ამ წიაღში რაიმე ძალადობა თავიდანვეა გამორიცხული.
პავლე მოციქული ბრძანებს:
“ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა მიაგოს ცოლს, აგრეთვე ცოლმა – ქმარს. ცოლი კი არ უფლებს თავის სხეულზე, არამედ ქმარი და ქმარი კი არ უფლებს თავის სხეულზე, არამედ ცოლი (I.კორ.7 3-4)”
მართალია, ქრისტიანობამ თანაბარი უფლებები მიანიჭა მეუღლეებს, მაგრამ იერარქიაც განაჩინა; ოღონდ იერარქიული ურთიერთობა სიყვარულის აუცილებელი პირობით განამწესა: ქმარი თავია ცოლისა, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა.
“მამაკაცებო გიყვარდეთ თქვენი ცოლები ისევე, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის (ეფ. 5,25)”
ამდენად, ბუნებრივია, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია ქალის მიმართ გამოვლენილი ძალადობა, ისევე როგორც მიუღებელია ძალადობა ზოგადად ადამიანის მიმართ.

news
: news მარტი 7, 2015 12:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics