საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 4, 2015 18:07

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსსაქართველოს საპატრიარქო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს “პატრიარქმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია დაიბარა და მიხეილ სააკაშვილთან დააბარა, რომ “დაბრუნდეს და ქვეყანას მიხედოს”.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ.
“სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავისთან დაიბარა ქალბატონი გიული ალასანია, რათა მას ,,მიშასათვის გადაეცა, დაბრუნდეს და ქვეყანას მიხედოსო,” რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ჭორების უმრავლესობა, ეს ინფორმაციაც მტყუან-მართლის ნაზავია: ქალბატონი გიული მართლაც იყო მოსული საქართველოს საპატრიარქოში იანვრის პირველ რიცხვებში ოღონდ თავისი სურვილით და იმ მიზნით, რომ სხვა მოქალაქეების მსგავსად, მისი უწმინდესობისათვის მიელოცა დაბადების დღე, რასაც იგი გასულ წლებშიც აკეთებდა; ვიღაცას კი ძალიან სურს, სხვა ელფერი მისცეს ამ ჩვეულებრივ ფაქტს. სხვათა შორის, ქალბატონი გიული ალასანიას ახლობელი, ქალბატონი დარეჯან კუხიანიძეც იგივეს წერს თავის ფეისბუქის გვერდზე, მაგრამ რატომღაც ტირაჟირდება სხვების ,,სიმართლე,” მისი კი – არა”, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 4, 2015 18:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics