“საქართველოს რკინიგზის” თანამშრომლები კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავეს

news
: news თებერვალი 5, 2015 10:35

“საქართველოს რკინიგზის” თანამშრომლები კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ “საქართველოს რკინიგზის” თანამშრომლები კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ამხილეს და დააკავეს “საქართველოს რკინიგზის” თანამშრომლები 1968 წელს დაბადებული ვასილ გოგოლაძე და 1973 წელს დაბადებული გოჩა კოპაძე.
გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ “ბორჯომის სადგურის” ხელმძღვანელი გოჩა კოპაძე და “ბორჯომის სადგურის” მთავარი ინჟინერი ვასილ გოგოლაძე, 2014 წლის სექტემბრის თვიდან 2015 წლის თებერვლამდე მოქალაქეს, რომელიც ქალაქ თბილისში “ბორჯომის სადგურის” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ არაოფიციალურ ავტოსადგომზე განთავსებულ ავტომანქანებს მეთვალყურეობას უწევდა, ყოველდღიურად სთხოვდნენ და ართმევდნენ 150 ლარს. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, ავტოსადგომიდან გაგდებით ემუქრებოდნენ იმ მოტივით, რომ აღნიშნული ტერიტორია “საქართველოს რკინიგზის” საკუთრებას წარმოადგენდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

news
: news თებერვალი 5, 2015 10:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,443
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics