საქართველოს პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ჩარევის პირდაპირი კომპეტენცია არ გააჩნია–ირაკლი სესიაშვილი

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 13, 2015 17:42

საქართველოს პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ჩარევის პირდაპირი კომპეტენცია არ გააჩნია–ირაკლი სესიაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ჩარევის პირდაპირი კომპეტენცია არ გააჩნია”. საქართველოს პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ჩარევის პირდაპირი კომპეტენცია არ გააჩნიაშესაბამისი კომენტარი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.
“თავისთავად ცხადია, თუ პრეზიდენტს საკუთარი აზრი აქვს ეკონომიკის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ეს მისი უფლებაა, მაგრამ მას არ გააჩნია პირდაპირი კომპეტენცია, ჩაერიოს ეკონომიკურ საკითხებში. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ თავისუფალ ადამიანს აქვს აზრის გამოთქმის უფლება, პრეზიდენტი კი მაღალი ლეგიტიმაციის მატარებელი პირია, ამიტომაც თავისთავად ცხადია ეკონომიკური გუნდი მის წინადადებებს აუცილებლად გაეცნობა”, – განაცხადა სესიაშვილმა.
ამასთან, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი არსებული ეკონომიკური ვითარების დარეგულირების მიზნით უშუალოდ მთავრობის საქმიანობასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ამ კუთხით სერიოზულ ნაბიჯებს დგამს.
“შეიძლება, მნიშვნელოვანწილად ემთხვევა კიდეც ჩვენი ეკონომიკური გუნდის და პრეზიდენტის მოსაზრებები, მითუმეტეს, რომ მთავრობა ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს დგამს და მას საკმაოდ სერიოზული გეგმები აქვს”, – აღნიშნა სესიაშვილმა.
ბიზნესმენებთან დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში გამოსვლისას ეკონომიკის მიმართულებით 9 თემაზე გაამახვილებს ყურადღებას.
მისი თქმით, ეს თემები არის ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების აუცილებლობა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობა, ლარის კურსის მერყეობა და ეკონომიკური ზრდის შენელება, კონკურენციის პოლიტიკა, მცირე და საშუალო ბიზნესის მცირე წილი ეკონომიკაში, ბიზნესგარემოს გაუარესების რისკის არსებობა, მთავრობის მხრიდან მეტი კომუნიკაციის საჭიროება ბიზნესთან, ეკონომიკური გუნდის მხრიდან სტრატეგიული ხედვის არსებობა ეკონომიკაში და შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებებით გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება.
პრეზიდენტი პარლამენტს მომავალ კვირას, სავარაუდოდ, 18 მარტს მიმართავს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 13, 2015 17:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics