“საქართველოს ბანკზე” მომხდარი თავდასხმის ფაქტზე საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

“საქართველოს ბანკის” ექსპრეს-ცენტრზე მომხდარი შეიარაღებული ძარცვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა. ინფორმაციას საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ადასტურებს. სოფო ბალავაძის ინფორმაციით, ბანკის ექსპრეს-ცენტრში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა და გარკვეული თანხის გატაცება მოახერხა.

“თავდასხმა “საქართველოს ბანკის” სერვის-ცენტრზე მუხიანში დილის საათებში მოხდა. თავდასხმაში მონაწილეობდა ერთი შენიღბული, შეიარაღებული ადამიანი. ამ თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა. სერვის-ცენტრს ჰყავს დაცვის სამსახური, რომელმაც მაქსიმალურად შეუშალა ხელი თავდამსხმელს. წაღებული თანხის რაოდენობას ვადგენთ,” – განაცხადა რუსთავი 2-თან სატელეფონო ინტერვიუში სოფო ბალავაძემ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ბანკის კიდევ ერთ სერვის-ცენტრს დაესხნენ თავს თამარ მეფის გამზირზე.

banner
წინა სტატიაში“ტრანსაზიას” თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპ
შემდეგი სტატიაქართველმა სამართალდამცველებმა ყალბი ფულის გასაღებაზე თურქეთის მოქალაქეები დააკავეს