საქართველოს ახლა ჰყავს მთავრობა, რომელიც ოლიგარქს უყურებს ქვემოდან ზემოთ და თავის ხალხს – ზემოდან ქვემოთ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 19, 2015 22:27

საქართველოს ახლა ჰყავს მთავრობა, რომელიც ოლიგარქს უყურებს ქვემოდან ზემოთ და თავის ხალხს – ზემოდან ქვემოთ

საქართველოს ახლა ჰყავს მთავრობა, რომელიც ოლიგარქს უყურებს ქვემოდან ზემოთ და თავის ხალხს – ზემოდან ქვემოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა.
ქვეყნის ყოფილმა პირველმა პირმა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ 21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არა პარტიულ ინტერესებზე გათვლილი დემონსტრაციაა, არამედ ბრძოლა საქართველოს გადარჩენისა და სწორ გზაზე დაბრუნებისთვის.
“ეს არ არის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” აქცია. დღეს, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველა ვხვდებით, რომ ჩვენი ქვეყანა არ მიდის სწორი მიმართულებით. თუ ჩვენ გვსურს, რომ სამუშაო ადგილების დაკარგვა არ იყოს შეუქცევადი, თუ გვსურს, რომ ჩვენი საერთაშორისო რეპუტაციის შელახვა და პირდაპირი რომ ვთქვათ “გაბანძება” არ იყოს შეუქცევადი, თუ გვსურს, რომ კორუფცია, ნეპოტიზმი, დანაშაულის ახალი ტალღა, რომელიც არსებობს, არ იყოს შეუქცევადი, საჭიროა, რომ ხალხსმა კონსტიტუციის ფარგლებში, მშვიდობიანად გამოხატოს ეს აზრი. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ასე ხდება. ჩვენ ახლა გვყავს მთავრობა, რომელიც ოლიგარქს უყურებს ქვემოდან ზემოთ და თავის ხალხს ზემოდან ქვემოთ. ხალხმა ასეთ მთავრობას უნდა მიუთითოს თავისი ადგილი. მთავრობა არის არა იმისთვის რომ პრემიები გამოიწეროს, არამედ იმისთვის, რომ რთულ პერიოდში დაიცვას ქვეყანა და ემსახუროს ხალხს. ძალიან მარტივია. ამიტომ, ეს აქცია არის ბევრად მეტი, ვიდრე პოლიტიკურ ინტერესებზე აგებული აქცია. ეს არ არის საარჩევნო აქცია, ეს არის ქვეყნის გადარჩენისა და სწორ გზაზე დაბრუნებისთვის ბრძოლა”, – აღნიშნა სააკაშვილმა ბრიუსელში, სადაც “ევროპის სახალხო პარტიის” ყრილობაში მონაწილეობს.
მიხეილ სააკაშვილის კომენტარი “საზოგადოებრივი არხის” ჟურნალისტმა გაავრცელა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 19, 2015 22:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics