საქართველოს ავტობაზარზე შემოსასვლელად რუსული “ავტოვაზი” ემზადება

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 8, 2015 02:05

საქართველოს ავტობაზარზე შემოსასვლელად რუსული “ავტოვაზი” ემზადება

საქართველოს ავტობაზარზე შემოსასვლელად რუსული "ავტოვაზი" ემზადებასაქართველოს ავტობაზარზე შემოსასვლელად რუსული “ავტოვაზი” ემზადება. “გაზელის” მარკის სპეცტექნიკის შემოსატანად კომპანია სახელმწიფო ტენდერში მიიღებს მონაწილეობას.

არასამთავრობო ორგანიზაციები “ავტოვაზის” შემოსვლას აპროტესტებენ.მათი განცხადებით, რუსული კომპანია ტექნიკით ოკუპირებულ აფხაზეთს ამარაგებს, რაც “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის უხეში დარღვევაა.

ინფორმაცია აფხაზეთთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან ურთიერთობის დეტალებზე კომპანია ”გაზ გრუპის” ოფიციალურ ვებგვერდზე დევს.

მოთხოვნის მიუხედავად ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია. მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი ამბობს, რომ მას ამ კომპანიის მხრიდან რაიმე კანონის დარღვევის შესახებ ინფორმაცია არა აქვს.

კომპანიამ პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ თბილისში მოაწყო, სადაც საკუთარი წარმოების მანქანები წარმოადგინა. ჩვეულებრივი სატვირთოს გარდა წარმოდგენილი იყო სასწრაფო დახმარების, სახანძროს და სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის განკუთვნილი ტექნიკა. მათ შორის უკვე ქართული წარწერებით.

ამ ფაქტის გამო არასამათავრობო ორგანიზაციები წინასწარ არსებულ გარიგებაზე საუბრობენ. თუმცა ამას უარყოფენ „სტრადა ჯგფუფში“, რომელიც საქართველოში “გაზელების” გაყიდვას უზრუნველყოფს.

სხვა სპეცტექნიკასთან ერთად “გაზ გრუპის” ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული კომპანია თანამშრომლობას თბილისის მერიასთანაც აპირებს.

ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ დასტურდება. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ დედაქალაქში არსებული ყვითელი ავტობუსების ნაცვლად უახლოეს მომავლში რუსული “გაზელები” გამოჩნდეს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 8, 2015 02:05

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,983
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics