ზუგდიდში სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 19, 2015 13:28

ზუგდიდში სასამართლო პროცესი  საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა

 სასამართლო პროცესი ზუგდიდში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდაე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში და იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი ზუგდიდში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
ბრალდებულების ახლობლების მტკიცებით, პროცესზე პროკურატურას ცრუ მოწმეები მიჰყავს და აქციაც სწორედ ამ ფაქტის გასაპროტესტებლად დაგეგმეს.
აქციაზე მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ორი ქალბატონი შორენა ქუხილავა და მანანა ლიპარტელიანი დაააკავეს.
აქციის მონაწილეების მტკიცებით, დაპირისპირება ზუგდიდის სამმართველოს უფროსის კობა ხარებავას პროვოცირებული იყო.

 სასამართლო პროცესი ზუგდიდში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა
„ვინაობა ვკითხეთ და მოქალაქე ვარო ასე გვითხრა, არც ფორმა ეცვა, როდის იყო ჩვეულებრივი მოქალაქეები სხვა მოქალაქეებს აკავებდნენ. მისი პროვოცირებული იყო ჩხუბი და ეს საწყალი, გუბედურებული ქალები დააკავეს“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებული 10-მდე პირი სამეგრელოს სხვადახვა რაიონებში გასული წლის 10 სექტემებერს დააკავეს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 19, 2015 13:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics