სასამართლოში ჟვანიას და უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზის ამსახველი ვიდეოს ჩვენება მიმდინარეობს

news
: news იანვარი 9, 2015 11:48

სასამართლოში ჟვანიას და უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზის ამსახველი ვიდეოს ჩვენება მიმდინარეობს

ყოფილ პრემიერთან ზურაბ ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილ რაულ უსუპოვის ცხედარს ბალზამირება არ ჩატარებია, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესზე პროკურატურის მოწმემ, გამომძიებელმა ზაზა შანშიაშვილმა განაცხადა. ამ გამომძიებელმა, 2012 წელს ახალი ხელისუფლების პირობებში ჟვანიას და უსუპოვის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული გამოძიება ჩაიბარა.

როგორც გამომძიებელმა აღნიშნა, საგამოძიებო მასალების ჩაბარებისას, საქმის მასალებს თან ახლდა ვიდეოკასეტები, რომელიც იყო დალუქული. მისივე თქმით, ერთს ეწერა ზურაბ ჟვანიას ექსპერტიზა და მეორეს რაულ უსუპოვის ექსპერტიზა. გამომძიებელმა აღნიშნა, მასალები შეისწავლა, თავის ტრეპანაციის პროცესს სწავლობდა ნეიროქირურგებთან ერთად. ზაზა შანშიაშვილის ჩვენების მიხედვით, ნეიროქირურგებმა თავის ტრეპანაციის დროს აღნიშნეს, რომ არსებობდა საეჭვო უბნები, მათ შორის იყო მაგარ გარსზე სისხლჩაქცევები, ხოლო რბილ ქსოვილზე შეშუპებები და დაჟელილობები. მისი თქმით, ბალზამირება გაუკეთდა ზურაბ ჟვანიას ცხედარს, ხოლო რაულ უსუპოვის შემთხვევაში ბალზამირება არ გაკეთებულა.

მოწმის დაკითხვის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დაიხურა. ამის მიზეზი ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზის ამსახველი ვიდეომასალაა, რომელსაც ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში აჩვენებენ.

news
: news იანვარი 9, 2015 11:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,350
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics