სასამართლოდან გაქცეული პატიმრის გამო ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ

news
: news თებერვალი 3, 2015 18:27

სასამართლოდან გაქცეული პატიმრის გამო ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ

სასამართლო დარბაზიდან პატიმრის გაქცევას პოლიტიკოსებიც ეხმაურებიან. ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამ ფაქტში ხელისუფლების უნიათობას ხედავენ.

“მე მაქვს განცდა, რომ ჩვენმა მთავრობამ საერთოდ შეწყვიტა ქვეყნის მართვა. ოლიგარქმა ივანიშვილმა და მისმა მდივანმა ბიჭმა, ღარიბაშვილმა, მოახერხეს ის, რომ მთლიანად მიზანმიმართულად მიწასთან გაასწორეს პოლიციის ავტორიტეტი და დღეს ჩვენ მივიღეთ ქვეყანა, სადაც ერთ დღეში ერთ პატიმარს შეუძლია, რომ ორჯერ გაიპაროს,” – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, ირმა ნადირაშვილი.

“თავისუფალ დემოკრატებს” კი მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას, რომელსაც პატიმარი გაექცა, ის ქვეყნის უფრო სერიოზულ საფრთხეებს ვერ გაუმკლავდება.

news
: news თებერვალი 3, 2015 18:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics