საპროტექტო აქცია ზუგდიდიში- გაიმარტება თუ არა ბაჩო ახალაიას წიგნის პრეზენტაცია?

ზუგდიდში მეორე საჯარო სკოლასთან ამ წუთებში ბაჩო ახალაიას წიგნის „სოხუმი ჩემი იერუსალიმი“-ს პრეზენტაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამის შესახებ „თაიმერის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება. მისივე ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობას ღებულობს ზუგდიდის რაიონული საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია, მერაბ ქვარაია და ლაშა გვასალია.

არსებული ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას წიგნის პრეზენტაცია 15:00 საათზე ანაკლიაშია დაგეგმილი, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია აქციის მონაწილეები ანაკლიაში წავლენ თუ არა.

ასევე თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპროტეტსო აქციაში მონაწილეობას არ ღებულობდა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია. თუმცა „თაიმერთან“ საუბრისას კახა მიქაიამ აღნიშნა, რომ ის ამ წუთებში თანაგუნდელებთან ერთად საპორტესტო აქციას უერთდება.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბაჩო ახალაიას წიგნის პრეზენტაცია თავდაპირველად ა. ღურწკაიას სახელობის გიმნაზიაში იყო დაგეგმილი, თუმცა სკოლის ხელმზღვანელობამ საბოლოოდ უარი განაცხადა პრეზენტაციის მასპინძლობაზე.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია პროკურატურას საკრებულოს საკონკურსო გასაუბრებაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს
შემდეგი სტატია“საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია