საპროტესტო აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდნენ

საპროტესტო აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან იმყოფებიან. აქციაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოქალაქეები “პანორამა თბილისის” მშენებლობას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების მსვლელობა საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. გზადაგზა ისინი სკანდირებდნენ “არა პანორამას”.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი აპირებენ ივანიშვილის რეზიდენციასთან რამდენიმე წუთით გაჩერდნენ და საყვირებით გააპროტესტონ “პანორამა თბილისის” პროექტი.

banner
წინა სტატიაშიგურამ შარაძის შვილი მამამისის მკვლელობის ახალი დეტალებზე საუბრობს
შემდეგი სტატია“პანორამა თბილისის” პროექტის მოწინააღმდეგეები სოლოლაკის ქედისკენ მიემართებიან