საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს, გარკვეული ხნით გაისუსოს და ხალხს სახე დაავიწყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია

რაც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნისთვის გააკეთა, ფასი არ მოუთხოვია“ჩვენი კოლეგები ემზადებიან მიტინგისთვის და აქაც მიტინგის ნოტები იგრძნობოდა ზოგიერთ გამოსვლაში. მე მინდა, მოვუწოდო მოსახლეობასაც, რომ კი ბატონო, არის პრობლემები, მთელი რიგი მათგანი მემკვიდრეობით არის წამოსული “ნაციონალური მოძრაობისგან”, რომელსაც არ მორალური უფლება არა აქვს და არც ხელეწიფებათ ამ პრობლემებს მოუახლოვდნენ, რადგან თავად შექმნეს ისინი. ხალხს აქვს კითხვები, ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი, მათ შორის მიტინგის წესითაც, მაგრამ გამოვიდეს ნებისმიერ დროს, მეც ჩავალ მათთან, 20-ში, 27-ში, 28-ში, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაძახილ მიტინგზე ნუ იკადრებთ გამოსვლას, ჩემო ძვირფასებო. ეს მართლაც იქნება ძალიან სამარცხვინო და სირცხვილია, ვინც 21 მარტს დააპირებს გამოსვლას მხოლოდ იმიტომ, რომ აწუხებს რაიმე პრობლემა. იმიტომ რომ თქვენ უნდა დაუდგეთ მათ გვერდზე, ვინც ეს პრობლემები შეგიქმნათ”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
იგი, ასევე, მიესალმა პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნას, რომელის შიშმა, მისი თქმით, უკვე დაისადგურა ყოფილ ხელისუფლებაში.
“ვისაც დანაშაული არა გაქვთ ჩადენილი, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, მაგრამ ვისაც დანაშაული გაქვთ ჩადენილი, ცხადია, უნდა გეშინოდეთ, ვინაიდან სამართლიანობის ხელი აუცილებლად მოგიკაკუნებთ. ერთ ასეთ უფასო რჩევასაც მოგცემდით – თქვენ ხშირად ამბობთ, რომ რაც კი ხდება ყველაფერს მაინც ჩვენ გვაბრალებენო და დაფიქრდით, რაღაც დროის, 1 წლის ან 1,5 ნახევრის განმავლობაში გაისუსოთ საერთოდ, დაავიწყოთ ხალხს სახე, იმიტომ რომ მათ აღიზიანებთ და დღიურები აწარმოეთ, შენიშვნები ჩაიწერეთ და შემდეგ შეგეძლებათ თქვათ, რომ აი, არ ვამბობდით, იმიტომ რომ შემდეგ ისევ ჩვენ გვაბრალებდნენო. ამით თქვენც დაიწყნარებთ ნერვებს და შეიძლება წაგადგეთ”, – განაცხადა ქანთარიამ.
დეპუტატი ასევე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას.
“მართლა სირცხვილი აღარა გაქვთ? რაც იმას [ივანიშვილს] გაუკეთებია ქვეყნისთვის, იმის მეასედი სიზმარშიც კი არ გაგიციათ, ხალხო, არათუ სერიოზულად”, – დასძინა ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაში“არავითარი შენიშვნა ფრაქციისგან ან რაიმე განცხადება არ ყოფილა”-გია ჟორჟოლიანი თამარ კორძაიაზე
შემდეგი სტატია“გუნდის სიძლიერეა, რომ კოალიციაში განსხვავებული შეხედულებების მქონე პარტიები ვართ გაერთიანებული,”