საპარლამენტო უმრავლესობაში ეკა ბესელიას ინიციატივას დადებითად აფასებენ

საპარლამენტო უმრავლესობაში, ეკა ბესელიას ინიციატივას რომლის მიხედვითაც საკანონმდებლო ორგანოში 2 კომისია უნდა შეიმქნას, მიესალმებიან. დეპუტატი ანი მიროტაძე ფიქრობს, რომ პარლამენტს შეუძლია შეისწავლოს აღნიშნული საქმეები და მხოლოდ დასკვნის გამოტანის შემდეგ გადაიგზავნოს ისინი განსახილველად საგამოძიებო ორგანოებში.

რაც შეეხება გედევან ფოფხაძეს, დეპუტატი ფიქრობს, რომ ინიციატივა საჭირო და აუცილებელია, რადგან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში უფლებათა დარღვევის შესახებ ათობით განცხადება დაგროვდა.

“სამართლიანობა უნდა აღდგეს და ამას უნდა შევეგუოთ,”- აცხადებს გედევან ფოფხაძე.

როგორ დაკომპლექტდება სამუშაო ჯგუფები ეს ამ დრომდე უცნობია.

banner
წინა სტატიაში„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატი პოლიტიკისგან შორს უნდა იყოს,” – სესიაშვილი
შემდეგი სტატიამსოფლიო მასშტაბის კამპანიას – ONE BILLION RISING ზუგდიდიც შეუერთდება