,,სამსუნგი“ მომხმარებელს აფრთხილებს: ,,ტელევიზორის წინ პირად საკითხებზე არ ისაუბროთ“

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 11, 2015 02:49

,,სამსუნგი“ მომხმარებელს აფრთხილებს: ,,ტელევიზორის წინ პირად საკითხებზე არ ისაუბროთ“

მნიშვნელოვანი

  • ,,სამსუნგი“ მომხმარებელს აფრთხილებს: ,,ტელევიზორის წინ პირად საკითხებზე არ ისაუბროთ“

სხვა სტატიები

Smart TV-სამხრეთ-კორეული კომპანია „სამსუნგი“ მომხარებლებს ტელევიზორის წინ პირად საკითხებზე საუბრისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
მოგეხსენებათ, კომპანიამ მომხმარებელს Samsung Smart TV-ი შესთავაზა, რომელსაც დისტანციური მართვის პულტი არ სჭირდება და ფუნქციებს ხმოვანი ბრძანებების მეშვეობით ახორციელებს. გაფრთხილება, სწორედ „სმარტ ტელევიზორების“ მომხმარებლებს ეხებათ.
„შეეცადეთ, ტელევიზორის წინ სამსახურთან დაკავშირებული და ზედმეტად ინტიმური საკითხები არ განიხილოთ. ასევე, თუ ძალიან გაბრაზებული ხართ, თქვენს აგრესიასაც ნუ გამოხატავთ. რადგან ეს ინფორმაცია ტელევიზორის მიერ მიღებულ მონაცემებში აღმოჩნდება, რომელიც მესამე მხარეს გადაეცემა”, – ნათქვამია Smart TV-ის მომხმარებლებისთვის განკუთვნილ ბუკლეტში.
კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, Smart TV-ის მომხმარებლებმა ყოველთვის იციან, უსმენს თუ არა მათ ტელევიზორი, რადგან ხმოვანი ბრძანების ფუნქციის გააქტიურებისას ეკრანზე მიკროფონის გამოსახულება ჩნდება.
,,ამიტომ, ნუ იქნებით ზარმაცები. აიღეთ ხელში დისტანციური მართვის პულტი და ნუ მისცემთ თქვენს ტელევიზორებს “ჭორაობის” უფლებას” – მოიწოდებს ,,სამსუნგი” თავის მომხმარებელს.

 

წყარო: newposts.ge

,,სამსუნგი“ მომხმარებელს აფრთხილებს: ,,ტელევიზორის წინ პირად საკითხებზე არ ისაუბროთ“

 

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 11, 2015 02:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,691
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics