სამების ტაძრიდან არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარი გამოასვენეს

news
: news იანვარი 19, 2015 14:09

სამების ტაძრიდან არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარი გამოასვენეს

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარი გამოასვენეს. მანამდე, ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გარდაცვლილის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხადა.
პანაშვიდს მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდნენ. პანაშვიდი ყოვლადწმინდა სამების ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ გაიმართა. ტაძარში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა გარდაცვლილის დედას და ჭირისუფლებს მიუსამძიმრა.
პანაშვიდის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა უფალს შესთხოვა გარდაცვლილის სული ნათელში დაამკვიდროს. უწმინდესმა აღნიშნა, რომ მამა ილია კარტოზია შეწირულია და მშობლებმა უნდა იამაყონ, რომ ასეთი შვილი ჰყავთ.
ამ წუთებში ტაძარში ზიარება მიმდინარეობს. პარალელურად ტაძრის ეზოში არსებულ აიაზმასთან წყალკურთხევის რიტუალი შესრულდება.
წირვის მსვლელობისას ტაძარში იმყოფებოდნენ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია.
ადრიატიკის ზღვაში, ბორან “ნორმან ატლანტიზე” ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.

news
: news იანვარი 19, 2015 14:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,946
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics