სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით რუსთაველზე აქცია მიმდინარეობს

news
: news იანვარი 31, 2015 15:28

სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით რუსთაველზე აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის მეტროსთან “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს. როგორც ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” მყოფი დამნაშავეები დასაჯოს. მისივე თქმით, როდესაც მთავრობაში აცხადებენ, რომ სამართლიანობის აღდგენა თებერვლიდან დაიწყება, ეს ხალხის დაცინვაა.
“სააკაშვილი თავისუფლად დაიარება. ადეიშვილი არ დაუკავებიათ. კოჰაბიტაციის რეჟიმში უნდათ ქვეყნის მართვა, ჩვენ ამას არ შევეგუებით. ნულოვანი ტოლერანტობა “ნაციონალურ მოძრაობას”. ჩვენ მათ კიდევ ერთხელ დაგვცინეს. იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე დააკლეს. ამას არ შევეგუებით”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
აქციის წევრებმა იური ვაზაგაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ირმა ინაშვილის განცხადებით, დროა ქვეყანაში წინ წამოიწიონ ეროვნულმა ძალებმა, რომლებიც სამშობლოს სიყვარულით ქვეყანას გადაარჩენენ.
მისივე თქმით, დღევანდელი აქცია იმართება იმისთვის, რომ ხელისუფლებას მიაწვდინონ ხმა საზოგადოებამ, რომელთან კონტაქტი საქართველოს მთავრობამ უკვე დაკარგა.
“ჩვენ უნდა გამოვიდეთ გარეთ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის, რადგან “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვეღარ შეძლოს ის, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

news
: news იანვარი 31, 2015 15:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,294
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics