“სამართალდამცავთა დაცვის ლიგამ” იუსტიციის სახლთან აქცია გამართა

ligaარასამთავრობო ორგანიზაცია “სამართალდამცავთა დაცვის ლიგამ” იუსტიციის სახლთან აქცია გამაართა. აქციის მონაწილეებს ყოფილი ძალოვანები და დაკავებული პოლიციელების ოჯახის წევრები შეუერთდნენ.

მათი განცხადებით, ვაზაგაშვილის საქმეზე 11 ყოფილი ძალოვანის დაპატიმრება პოლიტიკურად დაკვეთილი იყო და მას რეალური დანაშაული არ ედო საფუძვლად.

„გვინდა მოვუწოდოთ იმ მოსამართლეს, რომელმაც ხვალ უნდა განიხილოს ჩვენი პოლიციელებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი, არ შეუშინდეს ზეწოლას, ვინაიდან, ეს ბიჭები იბრძოდნენ ქვეყნის კეთილდღეობისთვის, თითოეული ქართველის სიმშვიდისთვის და არანაირი პოლიტიკური ინტერესების გამტარებლები ისინი არ ყოფილან, რაც თითოეული პოლიციელისთვის არის ღირსების ფეხქვეშ გათელვა,“ – განაცხადეს ორგანიზაციის წევრებმა.

აქციაზე იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი. მურთაზ ზოდელავას შეფასებით, ზეწოლა ადამიანებზე, რომელიც ქვეყანაში მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, სახელმწიფოსთვის საშიში ქმედებაა.

„უსაფუძვლოდ, ყოველგვარი რეალური დანაშაულის გარეშე ციხეში შეყარეს ისინი იმიტომ, რომ პოლიტიკურ ამოცანა შეესრულებინა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას,“ – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

banner
წინა სტატიაშიპაატა ზაქარეიშვილი: ევროკავშირის მოქმედებები აფხაზეთის ტერიტორიაზე იქნება ისეთი, რომელიც საქართველოს ინტერესებს შეესაბამება
შემდეგი სტატია“უკრაინის ტერიტორიაზე ადეიშვილის გადაადგილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკრაინამ უნდა მიიღოს”