საკრებულოს წევრი: –”იობი გოიმი დავიჭირეთ, სასტუმროს გვიშენებს და ამ გამო…..ბულ ხალხს რა უნდა ვერ გავიგეთ“…

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 30, 2015 16:08 განახლებულია

საკრებულოს წევრი: –”იობი გოიმი დავიჭირეთ, სასტუმროს გვიშენებს და ამ გამო…..ბულ ხალხს რა უნდა ვერ გავიგეთ“…

გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ მუდმივმოქმედი და მუდმივმოდურია!
პრივატიზაცია თუ პრიხვატიზაცია, – საკითხავი აი ეს არის!
ვიკითხეთ, მოვიძიეთ და მივაკვლიეთ – განსახილველად გამოიტანეს წალენჯიხის ქალაქის ცენტრში, სალიას ქუჩაზე მდებარე არასასოფო-სამეურენო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შესაძლო პრივატიზაციის საკითხი. აღნიშნული მოვლენა ჩვეულებრივი საპრივატიზაციო პროცესი იქნებოდა, რომ არა ამ მიწის ნაკვეთის გამო 2013 წელს საზოგადოება „წალენჯიხელის“ მიერ ატეხილი ხმაური.

რა იყო გუშინ?

ქალაქის ცენტრში მდებარე მიწის ამ ნაკვეთს ჯერ კიდევ 2013 წელს ამზადებდნენ საპრივატიზაციოდ სასტუმროს მშენებლობის მოტივით. თუმცა მაშინ იმარჯვეს აღნიშნულ ტერიტორიაზე კულტურის სახლის მშენებლობის მომხრეებმა. ამაში განსაკუთრებული როლი მიუძღვით საზოგადოება “წალენჯიხის” მესვეურებს, რომლებმაც ამ საკითხზე ორი საჯარო შეხვედრა გამართეს. მაშინ შეგროვდა ხელმოწერები , რომელის მიზანი ქალაქის ცენტრში სასტუმროს ნაცვლად კულტურის ცენტრის აშენების მოთხოვნა იყო. შედეგმაც არ დააყოვნა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროებით სასტუმროს აშენების საკითხი “მიაფუჩეჩა”. სხვათაშორის, უნდა ითქვას, რომ საზოგადოება “წალენჯიხელმა” მედიის ჩართულობით მართლა მოახერხა უარყოფოთი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება, დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხესავით“ მუდმივად აშენების პროცესში მყოფი კულტურის სახლის სასარგებლოდ და სასტუმროს აშენების საზიანოდ.
საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს მიეწოდა წალენჯიხის მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნა კულტურის ცენტრის აშენების თაობაზე.ფაქტი ერთია, წალენჯიხაში მოსახლეობა დიდი ხანია კულტრის სახლის აშენებას ითხოვს.

რა ხდება დღეს?

წალენჯიხის პოლიტიკურმა სპექტრმა 2013 წლის ერთ–ერთ საკრებულოს სხდომაზე არაერთხელ დააყენა კულტურის სახლის აშენების საკითხი, თუმცა მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარე “გადიდკაცებით” იყო დაავდებული და არაფრად აგდებდა მოსახლეობის თუ პოლიტიკოსთა აზრს.

2013 წ.  წალენჯიხის საკრებულოს ყოფილი წევრი–გიორგი ხარჩილავა

იმ ხანად როგორც ამბობდნენ თავად საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესინტერესები იდო სასტუმროს აშენების საკითხში.დღეს ვისი ინტერესი დევს ეს ჯერჯერობით უცნობია. ვიცით მხოლოდ ზოგიერთი საკრებულოს წევრის შეფასება იმ ბიზნესმენზე, რომელიც აპირებდა თუ აპირებს სასტუმროს აშენებას. –”იობი, გოიმი დავიჭირეთ, სასტუმროს გვიშენებს და ამ გა…ბულ ხალხს რა უნდა ვერ გავიგეთ”– ამ წერილის წაკითხვის შემდეგ თავად ამოიცნობს თავის თავს ის საკრებულოს წვრი , რომელიც ხალხზე “ზრუნვითაა” დაკავებული. სხვათაშორის თავად გუბერნატორი შონიაც განაწყენდა წალენჯიხელბზე–”სასტუმროს გიშენებეთ ბიზნესმენი და რა პრეტენზიები გაქვთო?!”. სამწუხაროა რომ დღევანდელ ხელისუფლებას, ყოველშემთხვევაში სამეგრელოში არ გაეგება კულტურის და საერთოდ კულტურის სახლის მნიშვნელობის. “ვიყედე–გავყიდე”–ს აზროვნებაა ხელისუფლებაში.რაც შეეხება წალენჯიხის საკრებულოს ოპოზიაციას ის მხოლოდ სირაქლემის პოზაშია.მაშინ აკაკანდებიან როცა მათ შეეხები, მაგრამ ასეთ ფაქტებს პარაქტიკულად არააქვს ადგილი.
საზოგადოება წალენჯიხელის მესვეურებმა არა საჯარო, არამედ კულუარული, ხალხის ზურგს უკან მოლაპარაკებით ადგილობრივ ხელისუფალთან მოახერხეს ამ მიწის ნაკვეთის დაქუცმაცება. კერძოდ, აღნიშნული მიწის 4800 კვადრატულ მეტრის მიწის ფართობს გამოეყო 1826 კვადრატული მეტრი სასტუმროს მშენებლობისთვის, ხოლო დანარჩენი ვითომცდა ფანტომად ქცეული კულტურის სახლის მშენებლობისთვის დარჩა-ამის თქმის საბაბს მაძლევს რამდენიმე კვირის წინ ადგილობრივ ხელისუფლებასა და საზოგადოება “წალენჯიხელს” შორის გამართული შეხვედრა და მათი დღევანდელი  “ეგზოტიკური” დუმილი….
ჯერ კიდევ მაშინ, 2013 წელს საზოგადოება “წალენჯიხელი” გამოდიოდა რა სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ, აპელირებდა ქალაქთმშენებლობის გეგმის არ არსებობით.საინტერესოა ისევ ამ აზრზე არიან თუ რამე შეიცვალა ამ კუთხით? მას შემდეგ მიიღო თუ არა საკრებულომ ნორმატიული აქტი სივრცობრივ დაგეგმვაზე? დაუყონებლივ წარმოადგინოს საზოგადოება “წალენჯიხელის” მესვურებმა ეს ნორმატიული აქტი და ახსნან თუ რა შეიცვალა ამ მიმართებით 2013 წლიდან და რამ განაპირომა მათი ეგრე საკვირველი მეტამორფოზა.
ადგილობრივი საკრებულოს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაიყიდება აუქციონზე და გამარჯვებული ყველაზე სარფიანი წინადადების წარმდგენი იქნება, ამავე დროს მათ უკვე აქვთ სასტუმროს მაკეტი, რომელიც უნდა გამოცხადდეს გამარჯვებულად

(იხილეთ ვიდეო)

მივმართავთ ადგილობრივ ხელისუფალს: რატომ არსებობს ჯერაც გაუმართავი აუქციონის გამარჯვებული შენობის მაკეტი? ან, შუაზე გაჭრილი ვაშლივით რატომ გვანან საკრებულოს სხდომაზე გუშინ გამოტანილი და 2013 წელს არსებული ესკიზები ერთმანეთს?! ( შეადარეთ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის დავით ბელქანიას 2013 წლის მაისი ფოტოზე გამოსახული და დღევანდელი ესკიზები ერთმენეთს) .

საკრებულოს წევრი: –"იობი გოიმი დავიჭირეთ, სასტუმროს გვიშენებს და ამ გამო.....ბულ ხალხს რა უნდა ვერ გავიგეთ“...

 

ბოროტი ენები ამბობენ, რომ აღნიშნული ტერიტორიის დაქუცმაცებაზე საზოგადოება “წალენჯიხის ” წევრების ამჟამინდელი დუმილის მიზეზი პოლიტიკური გარიგებაა, რომელიც ამოუხსნელ განტოლებად რჩება, თუმცა ადამინის გონება, ოცდამეერთე საუკუნის ინტერნტეტ სამყაროში ყველანაირ განტოლებას ხსნის,ვიდრე მათ წარმოუდგენიათ.

dokumenti 21 dokumenti
რატომ და სად იკვეთება წალენჯიხის საკრებულოს, საზოგადოება «წალენჯიხელის» და სასტუმროს აშენებით დაინტერესებული პირების ინტერესი და ტერენტის ქალაქში ვინ არის ვალდებული გაითვალისწინოს ხალხის აზრი და სურვილი, ქონდეთ კულტურის სახლი.

 

 

P.S  ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით არც კულტურის ცენტრის და არც სასტუმროს მშენებლობის დაწყებას.(სამი  სასტუმრო დგას რაიონში) პირიქით მივესალმებით.უბრალოდ გაგაცანით   კულტურის სახლის მშენებლობის დაწყების ქრონოლოგია.შევაცედეთ შეძლებისდაგვარდ გაგვეცა პასუხი კითხვებზე– რა იყო გუშინ და რა ხდება დღეს…..

 

 ბერდია კალანდია

 

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 30, 2015 16:08 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics