საკანალიზაციო ჭაში მყოფ მამაკაცს მანქანამ გადაუარა

news
: news მარტი 9, 2015 16:07

საკანალიზაციო ჭაში მყოფ მამაკაცს მანქანამ გადაუარა

ქალაქ რუსთავში, გვიან ღამით, ლომაურის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა მამაკაცი საკანალიზაციო ჭაში სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა, მათგან ერთ-ერთი ფანრით ჭაში შუქს უნათებდა, მეორე კი ჭაში ნახევრად იყო ჩასული, რა დროსაც მსუბუქმა ავტომანქანამ ჭას ზემოდან გადაუარა.

შემთხვევის შედეგად ჭაში მყოფი 27 წლის მამაკაცი დავით მელიქიძე ადგილზე გარდაიცვალა, მეორე ახალგაზრდა მამაკაცი კი, მოტეხილობებით რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავარიის შემდეგ, მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

news
: news მარტი 9, 2015 16:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics