საია: ზუგდიდში საკონკურსო კომისიას განსხვავებული მიდგომები ჰქონდა კონკურსანტების მიმართ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების ტესტაციებისა და გასაუბრების ეტაპის დაკვირვების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კომისია განსხვავებულ მიდგომას იჩენდა კონკურსანტები მიმართ.
“მოვალეობის შემსრულებლებს თითქმის ერთიდაიგივე შინაარსის, რაოდენობისა და სირთულის კითხვებს უსვამდნენ, განსხვავებით კონკურსში მონაწილე სხვა პირებისგან. ამ უკანასკნელთ უფრო მეტ დროს უთმობდნენ და მეტ შეკითხვას აძლევდნენ. გასაუბრების დროს იყო შემთხვევები, როდესაც მონაწილე პირებს უსვამდნენ ისეთ კითხვებს, რომელიც შეეხებოდა მონაწილე პირების ოჯახურ და ფინანსურ მდგომარეობას და არ იყო პირდაპირ კავშირში მათ პროფესიულ გამოცდილებასა თუ უნარ-ჩვევებთან (მაგალითად, გათხოვილი ხართ? მარტო ზრდით შვილს? პატარები ბაღში დადიან? ვინმე გეხმარებათ შვილების აღზრდაში? თქვენი მეუღლე რა გვარია? უმცროსი შვილი რამდენი წლისაა? მეუღლე მუშაობს? და სხვა.) ამასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გასაუბრების პროცესის აუდიო ჩაწერასთან დაკავშირებით, არ ხდებოდა პირის სათანადო წესით ინფორმირება. ცალკეულ შემთხვევებში, კომისიის წევრები ეხმარეოდნენ მონაწილე პირს პასუხის გაცემაში. თუ პირს არ ჰქონდა პასუხი დასმულ კითხვაზე, კომისიის წევრები უფრო მარტივად უყალიბებდნენ კითხვის შინაარს მონაწილეს, რათა მას კითხვაზე პასუხის გაცემა შეძლებოდა”, – ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების ტესტაციებისა და გასაუბრების ეტაპს ქვეყნის მასშტაბით აკვირდებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიკიევის მაიდანზე უკრაინელ მომღერალს გლოვობენ
შემდეგი სტატია“ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია შეუსაბამოა ძველი თბილისისთვის,” – რა წერია ხელოვნებათმცოდნის დასკვნაში?