“საერთაშორისო გამჭვირვალობა” ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლის 3-ჯერ შეცვლის მიზეზები განმარტოს

news
: news მარტი 24, 2015 11:27 განახლებულია

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლის 3-ჯერ შეცვლის მიზეზები განმარტოს

მნიშვნელოვანი

  • "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, დეფიციტის შესახებ საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ გაასწოროს და საზოგადოებას რამდენიმე დღის განმავლობაში მისი სამჯერ შეცვლის მიზეზები განუმარტოს.

სხვა სტატიები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, დეფიციტის შესახებ საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ გაასწოროს და საზოგადოებას რამდენიმე დღის განმავლობაში მისი სამჯერ შეცვლის მიზეზები განუმარტოს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, 19 მარტს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მცირე კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც ფინანსთა სამინისტროს 2014 წლის ბიუჯეტის დეფიციტის არასწორად დაანგარიშებასა და 82 მილიონი ლარის დაბრუნების ქვეანგარიშზე გაუმართლებლად განთავსებაში ამხელდა, კვლევის გამოქვეყნების შემდეგ მინისტრი და მინისტრის მოადგილეები, ღია ეთერში თუ პირად საუბრებში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ ამ ინფორმაციის შეცვლას და უარყოფას მოითხოვდნენ. თუმცა, კვლევის გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრომ დეფიციტის 3 სხვადასხვა მონაცემი გამოაქვეყნა: 19 მარტს 3.2%-იანი დეფიციტი ჯერ 3%-მდე ჩამოვიდა, ხოლო 20 მარტს კვლავ 3.2%-ს დაუბრუნდა.
“23 მარტს კი ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის დეფიციტის კიდევ ახალი, რიგით მეოთხე მონაცემი განათავსა ვებ-გვერდზე, რომლის მიხედვითაც 2014 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 2.95%-ს შეადგენს, რაც შეესაბამება ჩვენს მიერ დათვლილ ოდენობას. ყველაზე აბსურდული ამ სიტუაციაში ის არის, რომ ამ მომენტისათვის, ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ერთდროულად განთავსებულია დეფიციტის ორი განსხვავებული მონაცემი: 2.95% და 3.2%. ასევე, განსხვავებაა მონაცემებში სამინისტროს ქართულენოვან და ინგლისურენოვან ვებ-გვერდებს შორის. ამ ორი მონაცემის გაჩენას წინ უძღოდა ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადება დეფიციტის დათვლის ორი სხვადასხვა მეთოდოლოგიის არსებობის შესახებ. ფინანსთა სამინისტროს მიერ მეთოდოლოგიური ნიუანსების მოშველიება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობაა, რადგან საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მემორანდუმით შეთანხმებული მეთოდოლოგია სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის ყველა მიზნისთვის გამოიყენება. თუ ფინანსთა სამინისტრო სავალუტო ფონდის 2001 წლის სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სახელმძღვანელოზე მიუთითებს, ეს კიდევ უფრო მეტად აყენებს ეჭვქვეშ მათ განცხადებას, რადგან საქართველოს მთავრობა დაახლოებით 10 წელია, ბიუჯეტის დეფიციტის გამოთვლის მიზნებისთვის ამ სახელმძღვანელოს სავალუტო ფონდის რეკომენდაციით აღარ იყენებს. იმ შემთხვევაში, თუ ფინანსთა სამინისტრომ ამ მეთოდოლოგიის გამოყენება კვლავ დაიწყო, ამ მეთოდოლოგიის მიხედვით ბიუჯეტის დეფიციტი იქნებოდა არა 3.2%, როგორც სამინისტრო აცხადებს, არამედ – 2%-ზე ნაკლები”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებაში.
ორგანიზაცია ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაასწოროს დეფიციტის შესახებ საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია და დატოვოს მხოლოდ ერთი რეალური მაჩვენებელი – 2.95%, რომლის სისწორეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან” ერთად, მსოფლიო ბანკიც ადასტურებს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, ასევე, მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტრომ საზოგადოებას განუმარტოს 2014 წლის ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლის რამდენიმე დღის განმავლობაში სამჯერ შეცვლის მიზეზები. გარდა ამისა, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა იმაზე, თუ რატომ მოხდა დაბრუნების ქვეანგარიშზე უპრეცედენტოდ დიდი თანხის – 82 მილიონი ლარის შენახვა, მაშინ როდესაც ამ თანხის ეფექტურად განკარგვა შეიძლებოდა.

news
: news მარტი 24, 2015 11:27 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics