- 1991 წლის 31 მარტი
- შსს-მ რუსთავის სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული რესტორანში დააკავა
- შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- სკანდალური საპატრულო ეკიპაჟი 305 – გიორგი ბაბუნაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუს და ვიდეომასალის სრული ვერსია
- “არატრადიციული ორიენტაციის პატიმრები სირბილით ისწორებდნენ კოლგოტკებს და საყვედურობდნენ – მეტი აღარ შეგვიძლია, რეზინის ხომ არ ვართ!“
- უვარგისი პურს, რომელსაც პატიმრები არ ჭამენ, დაუგდებენ მტრედებს, მტრედები კვდებიან!!!
საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ დიპლომატიურ ბრძოლას აძლიერებს.
მნიშვნელოვანი
- საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ დიპლომატიურ ბრძოლას აძლიერებს.
სხვა სტატიები
დიპლომატიური კორპუსისა და თამარ ბერუჩაშვილის შეხვედრა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. ელჩების უწყებაში მიწვევის მიზეზი მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის გუშინ გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება იყო. საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ დიპლომატიურ ბრძოლას აძლიერებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურება არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში. საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ ეს ე.წ. ხელშეკრულება არღვევს საერთაშორისო ნორმებს და ეს არის პირდაპირ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა,“ – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
რიჩარდ ნორლანდმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა ვაშინგტონის პოზიცია, რომ აშშ გაფორმებული დოკუმენტის ლეგიტიმურობას არ სცნობს.
ელჩი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს ნაკისრ ვალდებულებებს.
მკაცრ პოზიციას აფიქსირებს 18 მარტს მოსკოვში გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში.
ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლის თქმით, საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, რაც რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების უპატივცემულობის მაგალითია.