საბერძნეთი გერმანიას თხოვნით მიმართავს ვალების გამო დაცინვას შეეშვას

საბერძნეთი გერმანიას თხოვნით მიმართავს ვალების გამო დაცინვას შეეშვას

შსს-ში არ ადასტურებენ, რომ სასამართლოდან გაპარული პატიმარი პოლიციას თავად ჩაბარდასაბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა ქვეყნის მდგომარეობა მის გერმანელ კოლეგასთან შეხვედრისას გერმანიისას შეადარა, რომელიც მას ორ მსოფლიო ომს შორის ჰქონდა.

ვანუფაკისი მიმდინარე კვირას ევროპის ტურნეს მორჩება, რომლის ფარგლებშიც მას იმედი აქვს, რომ საბერძნეთის ვალების რესტრუქტურიზაციას მიაღწევს.
გერმანულ არხ ARD-სთან საუბარში მან თქვა: „ვფიქრობ, რომ ევროპის ყველა ქვეყნისგან განსხვავებით ზუსტად გერმანიას შეუძლია კარგად გაიგოს რა აზრს ატარებს ჩემი სიტყვები. თუკი ამაყი ერის დაამცირებას გააგრძელებთ დიდი ხნის მანძილზე და მასში შეშფოთებას გამოიწვევთ ვალების შესაძლო დეფილაციის გამო, გვირაბში, რომლის ბოლოსაც კი არ ჩანს შუქი, სიტუაცია დუღილის წერტილამდე შეიძლება მივიდეს“ – თქვა საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა.
საბერძნეთისთვის 323 მილიარდი ევროს ვალის შემცირების წინააღმდეგი ევროკავშირის ქვეყნებს შორის გერმანია ყველაზე კატეგორიულია . ანჰელა მერკელმა ფაქტობრივად გამორიცხა ვალის ჩამოწერის შესაძლებლობა და განაცხადა, რომ კრედიტორებმა ისედაც დათმეს შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშიანდრო ბარნოვი პაატა ზაქარეიშვილს “უსაქმურ მინისტრს” უწოდებს
შემდეგი სტატიასაზარელი მკვლელობა აბაშაში