საბერძნეთი ახალ კრედიტებზე უარს ამბობს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 2, 2015 12:35

საბერძნეთი ახალ კრედიტებზე უარს ამბობს

საბერძნეთი ახალ კრედიტებზე უარს ამბობსსაბერძნეთის ახალი ფინანსთა მინისტრი იანის ვარუფაკისმა მისი გეგმის რამდენიმე დეტალზე ისაუბრა, რომელიც ქვეყნის კრედიტების რესტრუქტურიაზაციას შეეხება. როგორც მან თქვა, ათენის კრედიტების გადახდა საბერძნეთის ეკონომიკის აღორძინების პარალელურად უნდა მოხდეს.
მან განაცხადა, რომ საბერძნეთი ევროკავშირის მორიგ ტრანშზე უარს აცხადებს და აღნიშნა, რომ ახალი პოლიტიკის და მისი ქვეყნის პრიორიტეტები ევროკავშირის კეთილდღეობაა.
„ჩვენ იმ ნარკომანებს დავემსგავსეთ, რომელიც ახალ ფოზას ითხოვს. ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანია ეს დამოკიდებულება დავძლიოთ“ – თქვა მინისტრმა ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა თავის მხრივ განაცხადა, რომ პარიზი მზად არის ათენს კრედიტორებთან ურთიერთობის მოგვარებაში დაეხმაროს, ამასთანავე მან ხაზი გაუსვა, რომ საუბარი იმაზე, რომ საბერძნეთმა შესაძლებელია ვალის გადახდას თავი აარიდოს, ფაქტობრივად შეუძლებელია.
რამდენიმე დღის წინ საბერძნეთმა განაცხადა, რომ ის აპირებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებს შეხვდეს და მათ ვალის ნაწილის ჩამოჭრა სთხოვოს.
საერთო ჯამში საბერძნეთს 240 მილიარდი ევრო კრედიტი აქვს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 2, 2015 12:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,443
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics