რუსმა ოკუპანტებმა 3 მცირეწლოვანი გაიტაცეს

news
: news იანვარი 23, 2015 13:45

რუსმა ოკუპანტებმა 3 მცირეწლოვანი გაიტაცეს

აფხაზეთის საოკუპაციო ზოლთან ვითარება რამდენიმე საათის განმავლობაში დაძაბული იყო. რუსმა ოკუპანტებმა სკოლაში მიმავალი 3 მცირეწლოვანი გაიტაცეს. შემთხვევა სოფელ წყოუშთან მოხდა.

მოსწავლეები ოკუპანტებს 5 საათის განმავლობაში საგუშაგოში ჰყავდათ დატყვევებული. ადგილობრივი მაცხოვრებლების მცდელობის მიუხედავად ბავშვების გათავისუფლება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთი ბავშვი შეუძლოდ გახდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სკოლის დირექტორი, სადაც სამივე მოსწავლე სწავლობს.

როგორც მოსწავლეები იხსენებენ, რუსი სამხედროები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მათ დასცინოდნენ.

ერთ-ერთი მოსწავლე იხსენებს, რომ მას რუსმა ჯარისკაცმა 7 თვის წინ მომხდარი ამბავიც გაახსენა, როდესაც ის მის ოჯახში არყის სათხოვნელად მივიდა, მაგრამ მათ გამასპინძლება ვერ მოახერხეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ რუსები მათ ოჯახებს ხშირად აწიოკებენ. არის შემთხვევები, როდესაც მათთან შეიარაღებული ოკუპანტები მიდიან და საჭმელს და ალკოჰოლურ სასმელს ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მათ შინაური ცხოველები თითქმის არ ჰყავთ, რადგან რუსმა ჯარისკაცებმა ისინი ან მოიპარეს ან ძალით წაართვეს.

news
: news იანვარი 23, 2015 13:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,691
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics